პიტნა უძლიერესი ანტიოქსიდანტია. პიტნის გამოყენება ხელს შეუწყობს ნატრიუმის მოხმარების შემცირებას, შედეგად კი დაგირეგულირდებათ არტერიული წნევა და მოგეხსნებათ შეშუპება.
შემოგთავაზებთ იმ ძირითად მიზეზთა ჩამონათვალს თუ რატომ არის პიტნის ჩაის დალევა ჭამიდან 15 წუთის შემდეგ ორგანიზმისთვის აუცილებელი:
- პიტნის ჩაი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.
- ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურად ფუნქციონირებას.
- ხელს უშლის გაზების წარმოქმნას.
- გამორიცხავს ჭარბი სითხის შეკავებას.
- ამცირებს შაქრის დონეს.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ზრდის პიტნის ჩაის ეფექტურობას.
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- პიტნის გამხმარი ფოთლები 1 ჩ. კ. ან ნედლი პიტნის 1 ღერო
- წყალი 300 მლ
- თაფლი 1 ჩ. კ.
- წითელი წიწაკა მწიკვი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- პიტნის ფოთლებს დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, შემდეგ დაამატეთ წიწიკა.
- ნაყენი დააყოვნეთ 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ.
- დაამატეთ თაფლი და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 2 დღე.
- მოერიდეთ შემოთავაზებული საშუალების გადაჭარბებული ნორმით მიღებას, რადგან მასაც აქვს უკუჩვენებები.
- რეკომენდებულია დღის განმავლობაში მიიღოთ 2 ფინჯანი პიტნის ჩაი.
უკუჩვენებები:
- ერთი კვირის შემდეგ აუცილებლად შეისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ მკურნალობის კურსი. ნორმის გადაჭარბება იწვევსს გასტრიტს.
- პიტნის ჩაის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს უძილობას.
- არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის.
- პიტნის ჩაის გამოყენება არ შეიძლება თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის დროს.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ პიტნის სამკუნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.