სტატიაში შემოგთავაზებთ ასპირინის, უმარტივესი მედიკამენტის, გამოყენების 9 ყველაზე ეფექტურ მეთოდს, რომელთა საშუალებით დაზოგავთ დროსა და ფულს:
1. ოფლის ლაქების წინააღმდეგ
ასპირინის საშუალებით შეძლებთ სამოსზე გამაღიზიანებელი თეთრი ლაქების მოშორებას, რომელთაც წარმოქმნის ოფლისა და დეოდარანტების კომბინაცია.
უბრალოდ დაფშვენით 4 აბი ასპირინი, ჩაყარეთ თასში, დაასხით თბილი წყალი, აურიეთ და 1 საათით ჩაალბეთ დაზიანებული სამოსი. შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით გარეცხეთ.
2. ყვავილები
თუ გსურთ, ყვავილების თაიგულს გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე, ვაზაში ჩააგდეთ ასპირინის ერთი აბი. ალბათ, იცით, რომ ყვავილებს უხდება წყლის გამოცვლა. არ დაგავიწყდეთ ასპირინის ჩაგდება.
3. სკრაბი
ასპირინი საუკეთესო ექსფოლიანტია.
დაფშხვენით 2 აბი ასპირინი, დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი, საკვები სოდა იმ რაოდენობის, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. სკრაბი დაიტანეთ სახის კანზე და შეიზილეთ მსუბუქი წრიული მოძრაობებით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით.
4. ჩაზრდილი თმა
ეს ის შემთხვევაა, როდესაც თმა იხვევა და უკანვე, ფოლიკულში, იწყებს ზრდას.
მოცემული პრობლემის გადაჭრა შეგიძლიათ ასპირინის საშუალებით. 3 აბი ასპირინი დაფშხვენით, დაასხით ცოტა წყალი და მომზადებული პასტისებური მასა შეიზილეთ დაზიანებულ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ. სამკურნალო პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ.
5. ტუჩის სკრაბი
ტუჩის სკრაბის მოსამზადებლად დაფშხვენით 1 აბი ასპირინი, დაამატეთ ცოტა ყავისფერი შაქარი (შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრიც) და ცოტა თაფლი. მიღებული პასტისებური მასა დაიტანეთ ტუჩებზე და ნაზი მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მოცემული სკრაბი გამოიყენეთ 2 კვირაში ერთხელ.
6. ფეხები
ასპირინის საშუალებით შეძლებთ ფეხებზე ნახეთქებისა და კოჟრების მოშორებას. დაფშხვენით 4 აბი ასპირინი, დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი და მიღებული პასტისებური მასა შეიზილეთ სუფთა ქუსლებზე, ტერფებზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი, მოსადუნებელი მასაჟი.
სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. შემდეგ ქუსლები გაიხეხეთ პემზით. პროცედურის ბოლოს ფეხები დაიბანეთ თბილი წყლით. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ.
სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 1 თვე. ამ გზით შეძლებთ ქუსლების კანის დარბილებას, კოჟრების მოშორებას და მალე ჩვილივით გლუვი ქუსლები გექნებათ.
7. სახის ტონი
თუ პრობლემები გაქვთ სახის ტონთან დაკავშირებით, დაფშხვენით 2 აბი ასპირინი და შეურიეთ ცოტა ვაშლის ძმარი. ნარევი მსუბუქი წრიული მოძრაობებით წაისვით სახის კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.
8. ქერტლი
გამაღიზიანებელი თეთრი ფანტელები მხრებზე შედეგი არის თავის კანის სიმშრალის. მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად დაფშხვენით 2 აბი ასპირინი და შეურიეთ თქვენს შამპუნს. შამპუნი გაიჩერეთ 5 წუთი. შემდეგ თმა დიდი რაოდენობით თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ და ერთი თვის შემდეგ ქერტლი უკვალოდ გაქრება.
9. სახის ანტიასაკობრივი ნიღაბი
ასპირინის ნიღაბის საშუალებით შეუნარჩუნებთ კანს ახალგაზრდობას და შეაფერხებთ ნაოჭების წარმოქმნას. 4 აბი ასპირინი დაფშხვენით და დაამატეთ იმ რაოდენობის თბილი წყალი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. ნიღაბი დაიტანეთ კანზე და წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. ასპირინის ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
როგორც ხედავთ, ასპირინით მრავალი პრობლემის მოგვარება შეიძლება.