როგორ ავირიდოთ თავიდან სისხლძარღვების დაცობა და გამტარობის დაკარგვა

ჯანმრთელობა შეუფასებელი საჩუქარია, გაუფრთხილდით ღვთისგან ბოძებულ ამ დიდ საგანძურს. თუ გსურთ იცხოვროთ დიდხანს და აქტიური ცხოვრების წესით, იზრუნეთ ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ყოველ დღე და არა მაშინ-როცა უკვე პრობლემები დაგეწყებათ.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხალხური საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობით გაიწმენდთ თავის ტვინის

იხილეთ ბალახების ნაყენის რეცეპტი:

ამ საშუალების წყალობით სისხლძარღვები ხდება ელასტიური, მოგეხსნებათ თავბრუსხვევა და ხამური ყურებში, გაგიუმჯობესდებათ ნივთიერებათა ცვლა და გაიწმენდთ ორგანიზმს.

დაფქვით და აურიეთ 100 გრ გვირილა, უკვდავა, არყის კვირტები, კრაზანა. აიღეთ მიღებული ნარევის 1 ს. კ. და  დაასხით ნახევარი ლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი გადაწურეთ. მომზადებული სასმელის ნახევარს დაამატეთ 1 ჩ. კ. თაფლი, 1 წვეთი დაფნის ზეთი (მისი შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში) და მიიღეთ ძილის წინ. პროცედურის შემდეგ წყლის დალევაც კი არ შეიძლება.

დილით ნაყენის დარჩენილი ნაწილი გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე, არ აადუღოთ, დაამატეთ 1 ჩ. კ. თაფლი და 1 წვეთი დაფნის ზეთი და მიიღეთ საუზმემდე 20 წუთით ადრე. პროცედურები გაიმეორეთ ყოველ დღე, სანამ დაფნის ზეთის რაოდენობა არ ამოიწურება. თუ თქვენ მიერ შეძიენილი დაფნის ზეთის მოცულობა 5 გრამია, კიდევ დგჭირდებათ 10 გრ-ის შეძენა. 1-1,5 თვის შემდეგ აუცილებლად მიიღებთ დადებით შედეგს.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი პროდუქტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც გაიწმენდთ თავის ტვინის სისხლძარღვებს. რეცეპტის ძირითადი ინგრედიენტი ფიჭვის წიწვებია. ის ეფექტურად მოქმედებს თირკმელებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, კრუნჩხვებზე.

აიღეთ 5 ს. კ. ფიჭვის წიწვები, 2 ს. კ. ასკილი, 2 ს. კ. ხახვის ფოჩი და ერთმანეთში აურიეთ. დაასხით 1 ლ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ნარევი დააყოვნეთ მთელი ღამით, შეფუთეთ და დილიდან დაიწყეთ მიღება. დალიეთ წყლის ნაცვლად ნახევარი ლიტრიდან 1 ლიტრამდე. სამკურნალო სასმელის დღიური ნორმა თანდათან უნდა გაზარდოთ. იგი  სასიამოვნო დასალევია. მისი მომზადება ხახვის ფოჩების გარეშეც შეგიძლიათ (ხახვის ფოჩები ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც თირკმელები აწუხებს). სასურველია თუ ფიჭვის წიწვებს შეაგროვებთ ზამთარში. ფიჭვის წიწვები მოიძიეთ ისეთ ადგილას, რომელიც ცენტრალური გზიდან შორს არის. რეცეპტისთვის საჭირო რაოდენობა დაიტოვეთ, ხოლო დანარჩენი მაკრატლით დაჭერით, მოათავსეთ პაკეტში და სიგრილეში შეინახეთ.

ინსულტის დროს ფიჭვის წიწვების ბაზაზე მომზადებულ სასმელთან ერთად დღეში მიიღეთ 2 ცალი ლიმონი. ნახევარი ლიმონი კანისგან გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით, დაასხით სასმელის ის რაოდენობა, რომელსაც ერთჯერზე მიიღებთ და ერთბაშად დალიეთ. სასურველია სასმელი მიიღოთ ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. ლიმონით მკურნალობა გააგრძელეთ 2-3 კვირამდე. შემდეგ 2-3 კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.

ამ რეცეპტის წყალობით გაიძლიერებთ იმუნიტეტს, გაიწმენდთ სისხლძარღვებს, გაიუმჯობესებთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

თავის ტვინის სისხლძარღვების წმენდა ნიგვზით, მანდარინითა და ქიშმიშით:

ყოველ დილით მიირთვით 1 ცალი მანდარინი, მწიკვი ქიშმიში და 3 ცალი ნიგოზი. დაიცავით თანმიმდევრობა (მანდარინი, ქიშმიში, ნიგოზი) არ აურიოთ. ამის შემდეგ 20 წუთის განმავლობაში ჭამა და წყლის დალევაც კი არ შეიძლება. 20 წუთის შემდეგ კი დალიეთ 1 ჩ. ჭ. ცივი წყალი და ისაუზმეთ. მკურნალობის ხანგრძლივობა 3 თვე. შეიძლება ნახევარი წელიც გააგრძელოთ.

თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ნივრით:

1 თავი ნიორი დაჭყლიტეთ, დაასხით 1 ჩ. ჭ. არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი და შედეთ მაცივარში. მეორე დილით 1 ცალი ლიმონიდან გამოწურეთ წვენი. ნაყენი მიიღეთ შემდეგი წესის მიხედვით. 1 ჩ. კ. ლიმონის წვენი და 1 ჩ. კ. ნივრის ნაყენი კარგად აურიეთ. მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა 1თვიდან 3 თვემდე. შემდეგ შეისვენეთ და კვლავ გააგრძელეთ.

სიცოცხლის ელექსირი:

თანაბარი პროპორციებით აიღეთ თაფლი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. ყველაფერი კარგად აურიეთ და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე 1 ჩ. კ. ოდენობით. შემოთავაზებული საშუალება წმენდს სისხლძარღვებს, მოგიხსნით თავის ტკივილებს და აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული ხლხური საშუალებები, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იკვებეთ სწორად და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.