ორკომპონენტიანი ნიღაბი თმისთვის. თქვენი თმა იბრწყინებს და ისე სწრაფად გაიზრდება, როგორც არასდროს

0
564

შემოგთავაზებთ დარიჩინის ბაზაზე მომზადებული თმის ნიღაბის რეცეპტს. დარიჩინი თმას ბუნებრივ ელვარებას ანიჭებს, არბილებს, კვებავს, ჰმატებს მოცულობას.

ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დარიჩინი თმისთვის პირდაპირ საოცრებებს ახდენს, აძლიერებს თმის ფოლიკულებს და ასწრაფებს თმის ზრდას.

დარიჩინი თმის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი გამაღიავებელია.

ეფექტურ და უსწრაფეს შედეგს მიიღებთ ქერა თმის შემთხვევაში, ხოლო მუქი თმის შესაღებად პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ნიღაბი უმარტივესია როგორც მოსამზადებლად, ისე შემადგენლობით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თაფლი 2 ს. კ.
  • ცეილონის დარიჩინი 2 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 3 ს. კ.

ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია გრძელ თმაზე. თუ მოკლე თმა გაქვთ პროპორციები შეამცირეთ.

მომზადების წესი:

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. თაფლი და დარიჩინი აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.
  2. მომზადებული მასა ხელებით შეიზილეთ თმის მთელ სიგრძეზე. ფრთხილად იმოქმედეთ, ნაზავი სახეზე არ მოგხვდეთ, რადგან შეიძლება კანი გაგიწითლდეთ.
  3. დაიხურეთ შხაპის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ მოიხსენით პირსახოცი და ნიღაბი დაიტოვეთ 4-5 საათი. თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
  4. შედეგი გაგაოცებთ. თმას მიანიჭებთ ბუნებრივ მბზინვარებას, მოცულობას. ნიღაბი ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას.

თუ მშრალი თმა გაქვთ, მოცემულ ინგრედიენტებს დაამატეთ სუფრის კოვზი ზეითუნის ან ნუშის ზეთი.