ნაწლავებში გროვდება ტოქსიკური ნარჩენები, რომლებიც ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მას. მოსალოდნელი საფრთხე რომ ავიცილოთ, აუცილებლად უნდა გავიწმინდოთ ნაწლავები.
როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები?
ბევრი ადამიანი ნაწლავების გასაწმენდად იყენებს ოყნას, მაგრამ ეს მეთოდი ყოველთვის არ არის ეფექტური და ამ გზით ნაწლავების დაახლოებით მხოლოდ 40-50 სანტიმეტრის გაწმენდას შეძლებთ.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც გაიწმენდთ ნაწლავებს ლორწოსგან, ფეკალიებისგან, პარაზიტებისგან.
საუკეთესო საშაუალებაა სელის თესლის ფქვილი. მიიღეთ ყოველ დღე 1-3 დესერტის კოვზი სელის ფქვილი 3 კვირის განმავლობაში, რომლის წყალობით გაიწმენდთ ნაწლავებს და ამავე დროს შეინარჩუნებთ ნაწლავების ჯანსაღ მიკროფლორას.
იხილეთ სამკვირიანი წმენდის მეთოდი. ყოველ კვირას თითო კოვზით გაზრდით სელის ფქვილის გამოყენებას.
- ნაწლავების გაწმენდის 1-ლი კვირა მიიღებთ 1 დესერტის კოვზი სელის ფქვილისა და 100 გრ არაჟნის ან კეფირის ნარევს.
- მეორე კვირას-2 დესერტის კოვზი სელის ფქვილისა და 100 გრ არაჟნის ან კეფირის ნარევს.
- მესამე კვირას-3 დესერტის კოვზს სელის ფქვილს დაამატეთ 150 გრ არაჟანი ან კეფირი.
სელის ფქვილის დაფქვა შეგიძლით ყავის საფქვავში. მომზადებული ნარევი მიირთვით ყოველ დილით საუზმის ნაცვლად. წმენდის პროცესში აუცილებელია, დღის განმავლობაში მიიღოთ 2 ლიტრი წყალი.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, ჩაიტარეთ შემოთავაზებული მეთოდის მიხედვით ნაწლავების წმენდა და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.