თეთრი სინაზისა და სისპეტაკის გამომხატველი ფერია. ქათქათა თეთრი პერანგები ადამიანს სიმსუბუქეს, ელეგანტურობას, თავდაჯერებულობას და შარმს ჰმატებს. მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ თეთრ ნივთებს შეუნარჩუნოთ სიქათქათე.
საბედნიეროდ, არსებობს საშუალება, რომლის წყალობითაც თქვენთვის საყვარელ ნივთს გაათეთრებთ და ყველაზე ძნელად მოსაშორებელი ლაქებიც კი უკვალოდ გაქრება.
როგორ გავათეთროთ ნივთები წყალბადის ზეჟანგით?
ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ 30%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. აქტიური ჟანგბადის გამოყოფის შესაძლებლობის წყალობით ეს შეუცვლელი საშუალება ადვილად დაუბრენებს თეთრ ნივთებს პირვანდელ იერს.
იხილეთ წყალბადის ზეჟანგის ბაზაზე საშინაო პირობებში მომზადებული საშუალებათა რეცეპტები:
- 3 ს. კ. წყალბადის ზეჟანგისა და 2 ლ თბილი წყლის ნარევში 20 წუთით ჩაალბეთ თეთრი ნივთები. შემდეგ კი კარგად გაავლეთ.
- 1 ჩ. ჭ. ძმრისა და 2 ჩ. ჭ. თბილი წყალის ნარევი და 20 წუთით ჩაალბეთ თეთრი ნივთები.
- მოამზადეთ 2-3 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი, 1 ს. კ. მარილისა და ნახევარი ჩ. ჭ. სოდის ნარევი. მიიღებთ ფაფისებურ მასას. ამოიღეთ ჩამბალი ნივთები ხსნარიდან და მომზადებული მასა დაიტანეთ დალაქავებულ ადგილებზე. გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ კი ჩვეულებრივ წყალში ჩაალბეთ. ამ გზით თქვენი სამოსიდან ყველაზე ძნელად მოსაშორებელ ლაქებესაც კი უკვალოდ გააქრობთ.
გირჩევთ, გამოიყენოთ ეს მარტივი საშინაო მათეთრებლები. ისინი არ იწვევენ ალერგიას და შედეგითაც აღფრთოვანებული დარჩებით.