
თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს ცუდი სისხლის მიმოქცევა თავის კანზე, ჰორმონალური დისბალანსი, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა.
შემოგთავაზებთ უმარტივესი, ეფექტური და ბიუჯეტური ნიღაბის რეცეპტს, რომელიც თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად და მოვლისთვის ლუდისა და კვერცხის სრულყოფილ კომბინაციას წარმოადგენს.
B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი ინგრედიენტებით დატვირთული ნიღაბი არბილებს თმას, კვებავს თავის კანს, აფერხებს თმის ცვენას და ასწრაფებს თმის ზრდას.
უამრავი სასარგებლო თვისებით გაჯერებული კვერცხი კვებავს და ატენიანებს თმას.
ლუდი, თავის მხრივ, შეიცავს სვიას და ქერს, რომლებიც იცავს თმის უჯრედებს.
ლუდისა და კვერცხის ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- უალკოჰოლო ლუდი 1 ჩ. ჭ.
- 3 ცალი კვერცხის გული
მომზადების წესი:
ლუდი ოდნავ შეათბეთ და ურევთ აირის ამოსვლამდე. კვერცხის გულები ათქვიფეთ და თანდათან დაამატეთ ლუდი და საფუძვლიანად აურიეთ. ნიღაბი საკმაოდ თხევადი კონსისტენციის არის.
გამოყენების წესი:
მომზადებული მასა თმის ძირებზე ფუნჯის საშუალებით წაისვით, გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე, დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაითბუნეთ პირსახოცით. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.