თმის ნიღაბი, რომელსაც მე და ყველა ჩემი დაქალი ვემადლიერებით

0
1013

ლამაზი თმა ქალის სილამაზის ერთ-ერთი სამკულია. ჩვენი ცხოვრების სირთულეები, ცუდი კვება, სტრესები, გაციება, ჰორმონალური ცვლილებები გავლენას ახდენს ჩვენს თმაზე, ამიტომ, ძვირფასო ქალბატონებო, უნდა იზრუნოთ თქვენი თმის სილამაზეზე.

კოსმეტოლოგები ძალიან ხშირად იყენებენ დიმექსიდის საფენებს. დიმექსიდი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასწრაფებს სასარგებლო ნივთიერებების თმის ფოლეკულებისთვის მიწოდებას.

დიმექსიდის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტი

საჭირო ინგრედიენტები:

  • დიმექსიდი 3 ჩ. კ.
  • ვიტამინი A 1 ჩ. კ.
  • ვიტამინი E 1 ჩ. კ.
  • ვიტამინი D 1 ჩ. კ.
  • ვიტამინი B6 ან B12 1 ჩ. კ.
  • აბუსალათინის ზეთი 1 ჩ. კ.
  • თალგამის ზეთი 1 ჩ. კ.
  • ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. ნაზავი  შეიზილეთ თავის კანზე და შემდეგ გაანაწილეთ მთელ სიგრძეზე. სითბოს შესანარჩუნებლად დაიფარეთ ფოლგა და შემოიხვიეთ პირსახოცი.
  2. თმის გასათბობად შეგიძლიათ დამატებით ფენიც გამოიყენოთ. 30-60 წუთის შემდეგ თმა ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.
  3. ამ დროის განმავლობაში შეიძლება თავის კანზე ჩხვლეტა იგრძნოთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ნიღაბის შემადგელობაში შემავალი ინგრედიენტები მოქმედებს.
  4. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.

დიმექსიდის ნიღაბი თმას კვებავს ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით. ნიღაბი უზრუნველყოფს თმის სიგრძისა და მოცულობის გაზრდას, აჩერებს ცვენას.

რა სარგებლობა მოაქვს თმისთვის ნიღაბის შემადგენლობაში შემავალ ინგრედიენტებს?

  • ვიტამინი A ხელს უწყობს თმის ზრდას, იცავს მას გამოშრობისგან, მავნე ზემოქმედებისგან.
  • ვიტამინი E აფერხებს ცვენას, იცავს თმას თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან და უზრუნველყოფს ზრდას.
  • ვიტამინი D აჩერებს თმის ცვენას, ხელს უწყობს ზრდას და ეხმარება სხვა სასარგებლო კომპონენტებს, რათა მარტივად შეაღწიონ თავის კანში.
  • ვიტამინი B6 და B12 ხელ უშლის ქერტლის წარმოქმნას, აუმჯობესებს თავის კანის სისხლძარღვების მდგომარეობას.
  • აბუსალათინისა და თალგამის ზეთები დადებითად მოქმედებს თმაზე, კვებავს, აძლიერებს და ხელს უწყობს თმის ზრდას.

გამოიყენეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული ნიღაბი და იზრუნეთ თმის სილამაზეზე. ის ხომ თქვენი სილამაზის სამკაულია.