მარტივი ინსტრუქციით მეჭეჭებს სრულიად უმტკივნეულოდ მოიძრობთ, თანაც ისე, რომ ნაწიბურების გაჩენისგან დაზღვეული იქნებით

პაპილომები არის პატარა კანის ფერი ან მოყავისფრო წარმონაქმნები კანზე. ყველაზე ხშირად პაპილომები ჩნდება კისერზე, იღლიებში, მკერდის ქვეშ, მუცელზე, ქუთუთოებზე, საზარდულის არეში.

ეს წარმონაქმნები არის უსაფრთხო, არ იწვევს ტკივილს, მაგრამ ესთეტიკურად უსიამოვნო დასანახია. პაპილომები შეიძლება გაგიღიზიანდეთ ან გახდეს სისხლმდენი, თუ ისეთ ადგილებში გაქვთ, სადაც კანი კანთან ან ტანსაცმელთან შეხებისას იხეხება.

ხალხში გავრცელებული უამრავი მეთოდი არსებობს, რომელთა საშუალებით შეძლებთ პაპილომების უმტკივნეულოდ მოშორებას. ამჯერად, შემოგთავაზებთ მარტივ მეთოდს  დაფუძნებულს მხოლოდ ერთ ყველასთვის ხელმისაწვდომ  ინგრედიენტზე_ვაშლის ძმარზე.

  1. პირველ რიგში, პაპილომების ირგვლივ კანი დაიბანეთ საპნით.
  2. შემდეგ ბამბის ტამპონი გააჯერეთ ვაშლის ძმრით, გაწურეთ, დაიდეთ პაპილომაზე და შეიხვიეთ.
  3. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი და შემდეგ დაზიანებული ადგილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. ვაშლის ძმრის საფენი გაიკეთეთ დღეში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

მკურნალობის პროცესში პაპილომა გამუქდება და შემდეგ მოძვრება. თუ კანზე ნაწიბური დაგრჩათ, გამოიყენეთ ალოე ვერას გელი ან გულყვითელას საცხი.