კოჭასა და ბანანს წლებია ვიყენებ, რათა ნაოჭებისა და ლაქების არ მეშინოდეს

0
839

რეცეპტი ეძღვნება ყველა იმ ქალბატონს, ვისაც სურს, გამოიყურედეს ახალგაზრდულად და უყვარს საშინაო პირობებში მომზადებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება.

სტატიაში შეომგთავაზებთ საოცრად ეფექტური ნიღაბის რეცეპტს, რომელიც მოსამზადებლად მარტივია.

გამახალგაზრდავებელი კოსმეტიკური საშუალებების შეძენა მაღაზიაში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ცადეთ და საშინაო პირობებში მოამზადეთ ნიღაბი, იქნებ ძალიან მოგეწონოთ და აღარ დაგჭირდეთ ზედმეტი თანხის დახარჯვა.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მწიფე ბანანი (ყავისფერი ლაქების გარეშე) 1/3
  • იმბირის ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • ჯანჯაფილის ახალგამოწურული წვენი 1 ჩ. კ.
  • ზეითუნის ზეთი (ავოკადოს, ნუშის ან არგანის) 2 ჩ. კ.
  • 1 ცალი კვერცხის ცილა

მომზდებისა და გამოყენების წესები:

  1. ბანანი დაჭყლიტეთ, დაამატეთ ჯანჯაფილის ფხვნილი, ჯანჯაფილის წვენი, ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ.
  2. მიღებულ მასას დაამატეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისრისა და მკერდის მიდამოებზე და თხელ ფენად წაისვით.
  3. ცოტა რომ შეშრება, დაიტანეთ მეორე ფენა, შემდეგ- მესამე. ბოლო ფენა 10-15 წუთი გაიჩერეთ. ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს წაისვით მკვებავი მალამო ან  შრატი.

ნიღაბის შედეგი აღგაფრთოვანებთ, რადგან მას ლიფტინგის ეფექტი აქვს.

სასურველია თუ 10 პროცედურას გაიკეთებთ. მისი ხშირად გამოყენება არ შეიძლება, ამიტომ პროცედურებს შორის 5-6 დღე შეისვენეთ.

ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ საოცარი ნიღაბი, რათა შეინარჩუნოთ ახალგაზრდობ და სილამაზე მრავალი წლით.