ასპირინი კანის მოვლის საოცრად ეფექტური საშუალებაა, რომლიც აქრობს პიგმენტურ ლაქებს, მუწუკებს, ასწორებს ნაწიბურებს.
რა სარგებლობა მოაქვს ასპირინს კანისთვის?
- ასპირინი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ამიტომ ეფექტურად უმკლავდება გამონაყარს.
- შეიცავს ბეტა ჰიდროქსის მჟავას, რომელიც მრავალი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაშია.
- ასპირინი აშორებს მკვდარ უჯრედების საფარს.
- აღადგენს დაზიანებულ კანს.
- გამოიყენება აკნეს წინააღმდეგ.
- ასწორებს ნაწიბურებს.
- სტატიაში შემოგთავაზებთ ასპირინის ბაზაზე მომზადებული 3 ეფექტური ნიღაბის რეცეპტს.
გამწმენდი ნიღაბი
საჭირო ინგრედიენტები:
- ასპირინი 3 აბი
- გადადუღებული თბილი წყალი 50 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ასპირინის აბები დაფხვენით და კარგად აურიეთ წყალში. ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
- თუ თქვენ ცხიმიანი კანი გაქვთ ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ, ხოლო მშრალი კანისთვის ერთხელაც საკმარისია.
ნიღაბი აკნეს, ნაწიბურებისა და ასაკობრივი ლაქებისთვის
საჭირო ინგრედიენტები:
- ასპირინი 3 აბი
- ლიმონის წვენი 50 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ასპირინის აბები დაფხვენით და კარგად აურიეთ ლიმონის წვენში. ნიღაბი ფრთხილად წაისვით სახის კანზე, გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.
ნაწიბურების, აკნეს, პიგმენტური ლაქებისა და კანის გასაწმენდი ნიღაბი
საჭირო ინგრედიენტები:
- ასპირინი 5 აბი
- თაფლი 20 მლ
- იოგურტი 20 მლ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
აბები დაფხვენით წმინდად, დაამატეთ იოგურტი და თაფლი. მომზადებული ნიღაბი წაისვით შემდეგი თანმიმდებრობით. ქსოვილი დაასველეთ თბილი წყლით და რამდენიმე წუთით დაიფარეთ მთელ სახეზე.
ამ გზით ხელს შეუწყობთ ფორების გახსნას, შეგიძლიათ სახე ორთქლზეც გააჩეროთ. შეიმშრალეთ და ნიღაბი თხელ ფენად დაიტანეთ. 30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს წაისვით მკვებავი მალამო.
მოამზადეთ ასპირინის ბაზაზე ნიღბები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.