სურნელოვანი, საოცრად არომატული და გემრიელი პამიდვრის სოუსი, რომელიც მზადდება უმარტივესად

შემოგთავაზებთ პამიდვრის უგემრიელესი საწებლის რეცეპტს. სურნელოვანი, საოცრად არომატული საწებელი შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ და გამოიყენოთ კერძების მოსამზადებლად.

მოცემული ინგრედიენტებით მოამზადებთ 3 ლიტრ საწებელს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პამიდორი 3 კგ
  • ხახვი 300 გრ
  • წითელი ბულგარული წიწაკა 500 გრ
  • ცხარე წიწაკა 1-2 ცალი
  • ნიორი 5-6 კბილი
  • ზეთი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ძმარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • მარილი 2 ს. კ.
  • შაქარი 2 ს. კ.
  • სანელებლები თქვენი გემოვნების მიხედვით (ძალიან უხდება შავი და სურნელოვანი პილპილის მარცვლები)

მომზადების წესი:

  1. პამიდორი გარეცხეთ, დაჭერით და გაატარეთ.
  2. ხახვი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ცხარე წიწაკა, ნიორი  გაატარეთ.
  3. გატარებული მასები გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში,  დაამატეთ მარილი, შაქარი, ზეთი და დადგით საშუალო ცეცხლზე. შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე. ადუღების შემდეგ დაამატეთ ძმარი, თქვენთვის სასურველი სანელებლები და ადუღეთ კიდევ 1საათი.
  4. თუ თქვენ წმინდა პასტისებური მასა გსურთ, მაშინ დუღილის პროცესში რამდენიმე წამით დააბლენდერეთ. ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა ხელის ბლენდერი.
  5. მდუღარე მასა ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და დაახურეთ გასტერილებული ხუფები. ქილები დააწყვეთ თავდაყირა და გაგრილების შემდეგ თქვენს თაროებზე ლამაზად ჩაამწკრივეთ.

ხვავიან შემოდგომას და ზამთრის ბარაქიანად დახვედრას გისურვებთ!