პანა კოტა – იტალიური დესერტი, რომლის საოცარი გემოც არასდროს დაგავიწყდებათ.
ტკბილის მოყვარულებო, თამამად მიირთვით ეს უგემრიელესი ნუგბარი. იგი დაბალკალორიული და დიეტურია.
ამ საოცრების მოსამზადებლად დგჭირდებათ:
- უცხიმო ხაჭო 250 გრ
- რძე (0,5 %-იანი ცხიმიანობის) 1 ჩ. ჭ.
- შაქარი 4 ს. კ.
- ვანილი
- ჟელატინი 2 ს. კ.
მომზადების წესი:
- ხაჭო, შაქარი და ვანილი კარგად აურიეთ. აიღეთ ცალკე ჭურჭელი, ჟელატინს დაასხით რძე და ცოტა ხნით გააჩერეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და გაცხელეთ, სანამ ჟელატინი არ მთლიანად არ გადნება.
- დაიმახსოვრეთ, არ აადუღოთ! მომზადებული მასა ცოტა გააციეთ. ხაჭოსა და რძის მასები კარგად აურიეთ და ჩაასხით დაბალ ჭიქებში. რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. გაციების შემდეგ გადმოიღეთ ფორმებიდან.
უგემრიელესი და უნაზესი პანა კოტა გააფორმეთ ხილით: მარწყვით, ჟოლოთი, მოცხარით.
გემრიელად მიირთვით, ისიამოვნეთ და გაიგრილეთ ზაფხულის ცხელი დღეები.