როგორ ვებრძოლოთ სოკოვან ინფექციას სახლის პირობებში

სოკოვანი დაავადებები ფართოდ გავრცელებული პრობლემაა.  ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ დაავადებას ახლავს ფეხის არასასიამოვნო სუნი, ქავილი, ზიანდება ფრჩხილის ფირფიტა.

სტატიაში შემოგთავაზებთ ფრჩხილის სოკოს მკურნალობის ხალხურ მეთოდებს, რომლებიც სამუდამოდ გაგათავისუფლებთ ამ უსიამოვნო პრობლემებისგან.

წყალბადის ზეჟანგის ბაზაზე მომზადებული ნარევი

სოკოს საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. მის შემადგენლობაში შედის 3 კომპონენტი:

  • სპირტი
  • წყალბადის ზეჟანგი
  • ძმარი

გამოყენების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით და კარგად აურიეთ. მომზადებული ნარევი წაისვით დაზიანებულ ადგილებზე და დაიტოვეთ 15 წუთი. შემდეგ ფეხები კარგად დაიბენეთ.
  2. ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო ხალხური საშუალება საოცრად ეფექტურია. პირველივე პროცედურის შემდეგ შვებას იგრძნობთ.
  3. შემოთავაზებული საშუალება გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ და ქიმიური მედიკამენტების გარეშე განიკურნეთ სოკოვანი დაავადებისგან. მკურნალობის ხანგრძლივობა 1 კვირა.

ხალხური მედიცინა მდიდარია სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო რეცეპტებით. გთავაზობთ კიდევ 3 ძალიან ეფექტურ საშუალებას:

  1. 1 ს. კ. ქაფურის სპირტი გახსენით 1 ჩ. ჭ. წყალში. მომზადებულ ნარევში დაასვალეთ თქვენთვის ხელსაყრელი ქსოვილი (სინთეტიკის გარდა) და შემოიხვიეთ დაზინებულ თითებზე, ამოიცვით ცელოფანი და შემდეგ წინდა. პროცედურები ჩაიტარეთ 5 დღის განმავლობაში.
  2. შემოგთავაზებთ კვერცხის ბაზაზე მომზადებული ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო მალამოს რეცეპტს. აიღეთ 1 ცალი უმი კვერცხი, 1 ს. კ. ძმარი, ზეთი 1 ს. კ. და 1 ჩ. კ. დიმეთილფტალატი. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მალამო აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. საღამაოს, დაძინებამდე, მალამო შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე, ამოიცვით ცელოფანი, შემდეგ კი წინდები. დაახლოებით 5 პროცედურის შემდეგ სასურველ შედეგს მიიღებთ.
  3. დაზიანებულ ადგილებზე ბამბის ტამპონით შეიზილეთ სპირტის ბაზაზე მომზადეუბული 20%-იანი პროპოლისის ნაყენი და ძალიან მალე დაზიანებული ფრჩხილი ჯანმრთელით შეიცვლება.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.