ძნელი სათქმელია, რომელი ინგრედიენტია მთავარი ამ რეცეპტში: თაფლი, გლიცერინი თუ ჟელატინი. სამივე პროდუქტს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს სახის კანზე.
საჭირო იგრედიენტები:
- ჟელატინი 1 ჩ. კ.
- თაფლი 3 ს. კ.
- გლიცერინი 100 მლ
- აცეტილსალიცილის მჟავა დანის წვერით
- უგაზო მინერალური წყალი 100 მლ
მომზადების წესი:
ჟელატინს დაასხით მინერალური წყალი და გასაფუვებლად დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში.
მომზადებული ჟელატინი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში, დაამატეთ ყველა იგრედიენტი, თასი ჩადგით ცხელ წყალში და ურიეთ ხის კოვზით, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი. ამოიღეთ ცხელი წყლიდან და განუწყვეტლივ ურიეთ გაცივებამდე, რათა მასა არ შეიკრას, დარჩეს ერთგვაროვანი და ჰაეროვანი.
მომზადებული პროპორცია გეყოფათ მთელი თვის განმავლობაში. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში.
მე გავბედე და ნიღაბს დავამატე კიდევ ერთი იგრედიენტი ლავანდის ზეთის 1 წვეთი და ჩემმა ნიღაბმა მიიღო სასიამოვნო სურნელი.
გამოყენების წინ, საჭირო რაოდენობის მასა შეათბეთ ხელში ან ორთქლზე და დაძინებამდე 2 საათით ადრე წაისვით გაწმენდილ სახეზე, მკერდზე, ხელებზე და დაიტოვეთ 15-20 წუთი. შეგიძლიათ, ნიღაბის ნარჩენები ხელსახოცით ჩამოიწმინდოთ ან თბილი წყლით დაიბანოთ (თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ). წაისვით ღამის მსუბუქი აღმდგენი კრემი.
პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ. ეფექტს პირველივე გამოყენების შემდეგ იგრძნობთ.
კოსმეტოლოგების აზრით, ამ ნიღაბის უძლიერესი საშუალება ჟელატინია, რომელიც ხელს უწყობს კანის ცილისა და ამინომჟავების მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. თაფლი, გლიცერინი და აცეტილსალიცილის მჟავა სრულყოფილად ავსებენ ჟელატინის დადებით თვისებებს.
ძვირფასო ქალბატონებო, მოამზადეთ სახლის პირობებში ნატურალური იგრედიენტებით გაჯერებული კოსმეტიკური საშუალებები. დაზოგეთ დრო, ფული და დარჩით მუდმივად სასურველი.