მეგობრები მორიგ შეკრებას გეგმავთ და გსურთ, დესერტად რაღაც განსაკუთრებული მოამზადოთ.
შემოგთავაზებთ ყველასთვის საყვარელი ტკბილეულის- რაფაელოს-რეცეპტს, რომლის დაგემოვნების ცდუნებას ვერავინ გაუძლებს. მოიწონეთ თავი საყვარელ ადამიანებთან, მოამზადეთ უგემრიელესი რაფაელო, მიირთვით და ისაუბრეთ ტკბილად.
ტკბილეულის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მოხარშული შედედებული რძე 1 ქილა (200 გრ)
- კარაქი 200 გრ
- ვანილი, კონიაკი გემოვნებით
- ქოქოსის ფანტელები 200 გრ
- ნუში 1 ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- დარბილებულ კარაქს დაამატეთ შედედებული რძე, ვანილი კონიაკი, 100 გრ ქოქოსის ფანტელები და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- მომზადებული კრემი ერთი დღე-ღამით შედეთ მაცივარში. მითითებული დროის გასვლის შემდეგ დაიწყეთ კანფეტების მომზადება.
- კრემი აიღეთ ჩაის კოვზით, დაამრგვალეთ. კანფეტის ერთი ბოლო დანით გააფართოვეთ და შიგ ნუში შედეთ. მიღებული ბურთულები ქოქოსის ფანტელებში ამოავლეთ, დააწყვეთ ლნგარზე და ცოტა ხნით მაცივარში შედეთ.
კანფეტები სუფრაზე ცივი უნდა მიიტანოთ. უგემრიელესი, ნაზი, ჰაეროვანი, საშინაო პირობებში მომზადებული რაფაელო ყველას მოწონებას დაიმსახურებს. ალბათ დამეთანხმებით, რომ მართლაც, უმარტივესი მოსამზადებელია და შემადგენლობაც ყველასთვის ხელმისაწვდომია.