
შემოგთავაზებთ ფუმფულა ბისკვიტით მომზადებული საოცრად გემრიელი რულეტის რეცეპტს. ნაზი და რბილი ბისკვიტის გადახვევა არ გაგიჭირდებათ. შიგთავსად შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი კრემი ან ჯემი გამოიყენოთ. ეს უკვე თქვენს გემოვნებაზე არის დამოკიდებული.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე ¼ ჩ. ჭ.
- კარაქი 2 ს. კ.
- ფქვილი 100 გრ
- სახამებელი 40 გრ
- გამაფხვიერებელი ან სოდა 1 ჩ. კ.
- მარილი ¼ ჩ. კ.
- კვერცხი 3 ცალი
მომზადების წესი:
- მოამზადეთ საცხობი ფორმა, დაახლოებით 25/37 სმ, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- რძე შეათბეთ, დაამატეთ კარქი და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ ისე, რომ მასა ორჯერ გაიზარდოს. თქვეფთ, დაახლოებით 10 წუთი.
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი, მარილი და ფრთხილად, ზემოდან ქვემოთ მოძრაობებით, შეურიეთ კვერცხიან მასას. მოსარევად გამოიყენეთ კოვზი.
- ცომის რამდენიმე სუფრის კოვზი დაამატეთ რძიან მასას, მოურიეთ და შემდეგ მასები გააერთიანეთ.
- მომზადებული ცომი საცხობ ფორმაზე თანაბად გაანაწილეთ. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი.
მზა ბისკვიტი დაფარეთ თქვენთვის სასურველი შიგთავსით და გადაახვიეთ. თუ გსურთ, რულეტს მოაყარეთ შაქრის ფხვნილით ან მოასხით გამდნარი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!