მოამზადეთ ხელმისაწვდომი საშუალება, რომელსაც ეფექტურად ამოჰყავს ლაქები სამოსიდან

722

შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც თქვენს საყვარელ სამოსს ლაქებს მოაშორებთ და კიდევ დიდხანს გამოიყენებთ.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ქიმიური საშუალება არსებობს, გირჩევთ, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და თვითონ დარწმუნდით მის ეფექტურობაში. ინგრედიენტები კი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ვებრძვით ლაქებს საშინაო, მაგრამ საოცრად ეფექტური საშუალებით, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სოდა 40 გრ
  • ლიმონის წვენი 50 მლ
  • მარილი 1,5 ჩ. კ.
  • ძმარი 100 მლ
  • სპირტი 40 მლ

თუ ლაქა ცხიმისაა მოცემულ ინგრედიენტებს დაამატეთ ცარცი და პრობლემას მარტივად დააღწიეთ თავი.

სოდა ეფექტურად უმკლავდება ყავის ლაქებს, ძმარი-ბალახის ლაქებს, ხოლო ჟანგისა და ოფლის ლაქებს ეფექტურად უმკლავდება ლიმონის წვენი. მარილი ღვინის ლაქების საწინააღმდეგოდ ეფექტურად გამოიყენება, ხოლო სპირტი- ტუჩსაცხისა და კალმის ლაქების წინააღმდეგ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და დაიტანეთ სამოსის დალაქავებულ ადგილებზე. ცოტა ხანს დააყოვნეთ და შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
  2. საშინაო პირობებში მომზადებული საშუალება არ გამოგადგებათ საღებავებისა და საღეჭი რეზინის ლაქების მოსაშორებლად. ერთადერთი რაც დაგეხმარებათ ნავთია, მხოლოდ დაიმახსოვრეთ, სინთეტიკურ ქსოვილზე არ გამოიყენოთ.
  3. ლაქების ამომყვანი საშუალება ეფექტურად მოქმედებს ბამბის თეთრ სამოსზე.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, მოამზადეთ საშინაო პირობებში მომზადებული ლაქების ამომყვანი საშუალება და კიდევ დიდი ხნით გამოიყენეთ თქვენი საყვარელი ნივთები.