პარაზიტებისა და ჭიების რომ არ შეგეშინდეთ, მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას. ასე გვიცავდა ბებია შვილიშვილებს

ჩვენს ორგანიზმში არსებული პარაზიტები ფარულად ანადგურებს მთელ სხეულს. ნაწლავებში პარაზიტების არსებობას გაგრძნობინებთ შემდეგი სიმპტომები: მუდმივი დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, სისუსტე, წონაში კლება, ჭარბი მეტეორიზმი.

საბედნიეროდ, მათგან თავის დაღწევა შესაძლებელია ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი საშუალებებით.

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რეცეპტს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ ნაწლავების პარაზიტებისგან გაწმენდას.

  1. ნიორი – უძლიერესი ანტიბიოტიკია და შეუძლია ჩვენს სხეულში ბაქტერიების განადგურება. ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული ნიორი გამოდევნის ნაწლავებიდან პარაზიტებს.
  2. სტაფილო – აფერხებს მავნე ბაქტერიების ზრდას და ებრძვის პარაზიტების განვითარებას.
  3. ქოქოსის წყალი – ქოქოსის წყლისა და გახეხილი ქოქოსის ერთროულად მიღებით შეძლებთ რამდენიმე დღეში გაიწმინდოთ ნაწლავები პარაზიტებისგან.

ამებისგან გათავისუფლება საკმაოდ რთული პროცესია. შემოგთავაზებთ მარტივი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ამ მავნებლებისგან ორგანიზმის გაწმენდას.

აიღეთ 1 თავი ხახვი, გაჭერით რამდენიმე ნაწილად, დაამატეთ ½ ჩ. ჭ. წყალი, თავზე დაახურეთ და მთელი ღამით დადგით სიგრილეში. დილით დაამატეთ ცოტა წყალი, 1 ჩ. კ. თაფლი აურიეთ და დალიეთ. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები გაიმეორეთ ერთი თვის განმავლობაში. გისურვებთ ჯანმრთელობას!