ამ საშინაო ნიღაბს მე და ყველა ჩემი დაქალი ვიყენებთ. ნაადრევმა სიბერემ კარს რომ არ მოგიკაკუნოთ, ყველას გირჩევთ

სტატიაში შემოგთავაზებთ კანის მოვლის საუკეთესო ნიღაბს, რომლის ძირითადი ინგრედიენტი აგარ-აგარია. აგარ-აგარი არის მცენარეული ჟელატინი, რომელიც ზღვის მცენარეებისგან მიიღება.

ამ საოცარი ნიღაბის მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება. სულ რაღაც 5 წუთი და აგარის ბაზაზე საშინაო პირობებში მომზადებული ნიღაბი მზად არის. ეფექტი სასწაულია.  პირველივე პროცედურის შემდეგ კანი ნაზდება, ტენიანდება, მკვრივდება და პიგმენტური ლაქები მცირდება.

დამერწმუნეთ, კოსმეტოლოგთან ვიზიტი აღარ დაგჭირდებათ და უარს იტყვით ძვირადღირებულ საშუალებების გამოყენებაზე.

როგორ მოვამზადოთ ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • აგარ-აგარი 0,5 ჩ. კ.
  • წყალი 5 ს. კ.
  • არაჟანი 1 ჩ. კ.
  • ეთერზეთის 5 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

აგარ-აგარს დაამატეთ წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე და  აადუღეთ 5 წუთი. თბილ მასას დაამატეთ არაჟანი, ეთერზეთი და კარგად აურიეთ. თბილი ნიღაბი სქელ ფენად დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. გაიჩერეთ 30 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ ყოველ დღე.

აგარ-აგარის სასარგებლო თვისებები

აგარ-აგარის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა, ამიტომ ამ სოცარი პროდუქტის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი განსაკუთრებით ეფექტურია მშრალი კანის მფლობელთათვის.

საკვები ნივთიერებები

აგარ-აგარი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, სასარგებლო მიკროელემენტებს, რომელთა წყალობითაც გასაოცრად ეფექტურ შედეგს მიიღებთ.

გამაახალგაზრდავებელი საშუალება

წყალმცენარეები, რომელთა საშუალებითაც მზადდება ნიღაბი, აახალგაზრდავებს, კვებავს და ამკვრივებს სახის კანს, ებრძვის პიგმენტურ ლაქებსა და თვალების ირგლივ გამუქებულ ადგილებს.

დაიმახსოვრეთ, გამოყენებული უნდ იქნას მხოლოდ ახლადმომზადებული ნიღაბი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.