დაახლოებით რამდენიმე წლის წინ დამეწყო მუხლების ტკივილი, სანამ მოთმენა შემეძლო ვითმენდი და ექიმთანაც არ ვყოფილვარ. მდგომარეობა თანდათან გამირთულდა, სიარული მიჭირდა, ტკივილი გაუსაძლისი გახდა.
თავდაპირველად, გადავწყვიტე ხალხური მედიცინის საშუალებები მეცადა და დავიწყე ეფექტური და ხელმისაწვდომი რეცეპტების მოძიება. სწორედ, ასე მივაკვლიე ამ სასწაული სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ.
სამკურნალო ნაყენის რეცეპტი:
- 20 გრ ევკალიპტს დაასხით 200 მლ ადუღებული წყალი. დააყოვნეთ 1 საათით, გადაწურეთ და ჩაასხით მუქ ბოთლში.
- ნაყენი მიიღეთ ორი კვირის განმავლობაში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ 50 გრ ოდენობით.
ევკალიპტის ბაზაზე მომზადებული შესაზელი საშუალების რეცეპტი:
- 100 გრ დაჭრილი ევკალიპტი ჩაყარეთ მუქ ბოთლში, დაასხით 0,5 ლ არაყი და 5 დღე-ღამე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- მუხლებზე შეიზილეთ დღეში ერთხელ ძილილის წინ, წელზე-3-ჯერ, ხოლო ხელებზე-2-ჯერ.
იხილეთ სამკურნალო ნაყენის გამოყენების წესი:
ნაყენი მუხლებზე შეიზილეთ ხელის გულების წრიული მოძრაობებით, სულ 100 მოძრაობა, ყოველი მე-20 მოძრაობის შემდეგ ხელები კვლავ გაიჯერეთ ნაყენით. ტკივილი შეგიმსუბუქდებათ და თანდათან გაგივლით. პროფილაქტიკისთვის ნაყენი გამოიყენეთ დაუზიანებელ მუხლზეც.
მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი თვე.
ნაყენი შეგიძლიათ სულ გქონდეთ მომზადებული, მხოლოდ დაიცავით შენახვის წესი: აუცილებლად უნდა განათავსოთ მუქ ბოთლში და შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე დახურულ კარადაში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ართროზი საკმაოდ რთული დაავადებაა და იმისათვის, რომ ავირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები, დავიცვათ შემდეგი წესები:
1. მოძრაობა
ყოველდღიურ ცხოვრებაში გვიწევს მუდმივად ჯდომა ანუ იძულებით ვცხოვრობთ პასიური ცხოვრების წესით, ამიტომ უნდა შევცვალოთ ჩვენი ყოფა და ვიმოძრაოთ, რადგან მოძრაობას ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი კვებავს ხრტილოვან ქსოვილს, მაგრამ ზედმეტიც არ უნდა მოგვივიდეს. ვიმოძრაოთ ნორმის ფარგლებში და ავირიდოთ მოსალოდნელი გართულებები.
2. წონის კორექცია
ცნობილია, რომ მუხლების სახსრების ართროზი დაკაბშირებულია დატვირთვასთან, რომელიც იზრდება წონის მატებასტან ერთად. ყოველი ზედმეტი კილოგრამი აძლიერებს მუხლის სახსარზე დატვირთვას და ასწრაფებს ცვეთის პროცესს.
3. არ გადატვირთოთ სახსარი
ბუნებრივია, ზედმეტი წონა დაავადების პროგრესირებას უწყობს ხელს. ვალდებულნი ვართ, გავუფრთხილდეთ ჩვენს სახსრებს, მოერიდეთ ხანგრძლივ დატვირთვას, კიბეებზე ან შემაღლებულ ადგილზე ასვლას.
ადგომის დროს შეეცადეთ, რომ მუხლებს დატვირთვა აარიდოთ, ადექით ფრთხილად და ეცადეთ დაეყრდნოთ სახელურებს. ადგომამდე წრიული მოძრაობებით შეიზილეთ და გაიხურეთ მუხლების სახსრები, რადგან გახურება ხელს უწყობს სახსრების სითხის დაგროვებას. დროებით გამოიყენეთ ხელჯოხი, ყავარჯნები და ეცადეთ ზედმეტად არ დატვირთოთ თქვენი სახსრები.
ფიზიკური დატვირთვა სახსრებისთვის სასარგებლოა ართროზის ჩამოყალიბებამდე, მაგრამ თუ უკვე ართროზი გაქვთ, აუცილებლად მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას. ვთქვათ, ლიფტი არ მუშაობს და კიბე გაქვთ ასავლელი, გაითვალისწინეთ შემდეგი წესები: იარეთ ნელა, დაეყრდენით სახელურს და დაისვენეთ ხოლმე.
4. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს.
დიდხანს მოგიწიათ კინოში ან თეატრში იძულებით მდგომარეობაში ჯდომა? დაიმახსოვრეთ, ამ დროს მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდის ხრტილოვანი ქსოვილი. მოკლევადიანი დატვირთვისას კი პრობლემა არ არსებობს. გადაჭარბებული ზეწოლა აზიანებს კანს და იწვევს სითხის შემცირებას მიმდებარე ხრტილოვან ქსოვილში.
არასაკმარისი სითხის გამო სახსრის ზედაპირები ერთმანეთს ეხახუნება. ხრტილის ზედა ფენა ცვდება, ხდება არათანაბარი, სახსარი შუპდება და იწვევს საშინელ ტკივილს.
სახლში ყოფნის დროს ფეხები შეგიძლიათ განათავსოთ სკამზე და დაასვენოთ სახსრები. კარგი იქნება თუ მუშაობის დროსაც ფეხებს დაასვენებთ და გაშლით მაგიდის ქვეშ სადგამზე. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ იმოძრაოთ და თავიდან აიცილოთ მუდმივად ჯდომა.
მუხლების სახსრების ართროზის გავრცელებისა და გართულების რისკფაქტორია მანქანის მართვა, განსაკუთრებით კი, ხანგრძლივი. მოგზაურობაში მყოფ მძღოლებს ვურჩევთ, შეისვენონ ყოველ 2-3 საათში. შესვენება სასარგებლოა როგორც სახსრებისათვის, ასევე ხერხემლისთვის.
5. მოერიდეთ მძიმის აწევას
არ დგავიწყდეთ, რომ სიმძიმის აწევა მავნებელია არამარტო სახსრებისთვის, აგრეთვე ხერხემლისთვისაც. განსაკუთრებით საშიში კი ცალმხრივი დატვირთვაა, როდესაც სიმძიმე სხეულის ერთ მხარეს აწვება. აუცილებლად გადაანაწილეთ საგნები და სიმძიმე გაათანაბრეთ.
6. მოერიდეთ დიდ მანძილზე სიარულს
როგორც უკვე აღვნიშნეთ სიარულის დროს სხეულის სიმძიმე აწვება ფეხებს. ხრტილოვან ქსოვილზე გადაჭარბებული ზემოქმედება აუარესებს სახსრების კვებას და იწვევს მათ გამოფიტვას. ამიტომ სიარულისა და ფეხზე დგომის დროს აუცილებლად უნდა დაჯდეთ და დაისვენოთ ხოლმე. კარგი იქნება თუ სიარულის დროს დამხმარე ნივთებად გამოვიყენებთ ხელჯოხს, ქოლგას. ამ გზით 30%-ით აარიდებთ სახსარებს დატვირთვას.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.