,,ჩემი მეუღლის გარდა მხოლოდ ორი ქალი მომწონდა” – ვახტანგ კიკაბიძემ თავისი ცხოვრების საინტერესო ფაქტები გაგვიზიარა

ვახტანგ კიკაბიძე საბჭოთა კავშირის დროინდელი ყველასათვის საყვარელი ქართველია, რაც ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს. ბრწყინვალე მსახიობი, მომღერალი, რეჟისორი, სცენარის ავტორი. 2019 წლის ზაფხულში ბუბამ 81 წლის იუბილე აღნიშნა.

შემოდგომაზე, ვახტანგს შესანიშნავი ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც მან ბევრ საინტერესო კითხვას უპასუხა.

ბუბას მამა უბრალო ჟურნალისტი იყო, ტრადიციული, კეთილშობილური ოჯახიდან, მაგრამ დედა – ნამდვილი პრინცესა.

სამწუხაროდ, ვახტანგს მამა თითქმის არ ახსოვს, იგი ფრონტის ხაზზე წავიდა და 1942 წელს ქერჩის მახლობლად დაიკარგა. დედას ყოველთვის სჯეროდა, რომ მისი ქმარი ცოცხალი იყო და ეს რწმენა შვილსაც გადასცა. მაგრამ მისი ძებნა წარუმატებლად დასრულდა.

რასაკვირველია, ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა პოპულარულ თემას: რატომ დაარქვეს მასმეტსახელად ბუბა? პასუხი არავინ იცის. მას ეს სახელი ბავშვობიდან აქვს და მისი ისტორია საიდუმლოდ რჩება.

დედას გაუჭირდა შვილის მარტო გაზრდა, თანაც ომისშემდგომ პერიოდში. საკმაოდ რთული იყო მისი აღზრდა, გარშემომყოფები აღნიშნავდნენ, რომ ბიჭი ნამდვილად გახდებოდა მსახიობი.

54 წელია ვახტანგ კიკაბიძე ერთი ქალზეა დაქორწინებული – ბალერინა ირინა ქებაძეზე, რომელსაც მათი შეხვედრის დროს უკვე ჰყავდა ქალიშვილი. მათ ერთმანეთი ბუდაპეშტში გაიცნეს, როდესაც ორივე მათგანი ტურნეში იმყოფებოდა. სწორედ მაგ დროს მოკლეს ჯონ კენედი, რამაც მცირედი პანიკა გამოიწვია. გაოცებული ბალერინის დანახვისას კიკაბიძე მას ჩაეხუტა და აღარასდროს გაუშვა.

”ჩემს ცხოვრებაში, ჩემი მეუღლის გარდა, ორი ქალი მომწონდა. ერთი იყო მომღერალი კლაუდია შულჟენკო. მეორე კი რეჟისორის, ფედერიკო ფელინის, მეუღლეა, იტალიელი მსახიობი ჯულიეტა მაზინა, მას არ აქვს მოდელის გარეგნობა, მაგრამ ნიჭი შინაგანად ანათებდა.

ქალი პირველ რიგში უნდა იყოს ჭკვიანი და განათლებული, ინტელექტუალი, რომ მასთან ყოფნა არა მარტო საწოლში იყოს საინტერესო. სილამაზეს აზრი არ აქვს. ის საქმეებით გამოიხატება.”

კიკაბიძისთვის კინოს სამყაროს კარი გიორგი დანელიამ გააღო. მას მსახიობი სჭირდებოდა ფილმისთვის, “ნუ ტირი,” და არჩევანი ვახტანგზე გააკეთა, თუმცა რეჟისორს თავიდან არ მოეწონა. მაგრამ წლების შემდეგ ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

ბუბა კიკაბიძე საყვარელ ფილმად “სრულიად დაკარგულს” ასახელებს. მსახიოდი დანაბებით ამბობს, რომ დღეს ისეთი დონის ფილმის გადაღება, როგორიცაა ,,მიმინო,” თითქმის შეუძლებელია.

40 წლის ასაკში ვახტანგის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ექიმებმა მის ტვინში კისტა აღმოაჩინეს. ოპერაციის წარმატებით ჩატარების შანსი ასიდან ერთი იყო, მაგრამ მსახიობმა მაინც გადაწყვიტა მისი გაკეთება. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

აუცილებლად ნახეთ ფილმები მისი შესრულებით. მსახიობის ნიჭი სათანადოდ ვერ ფასდება. დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ!