როგორ დავახევინოთ ფრჩხილის სოკოს უკან. 3 საშინაო მეთოდი

ხალხური მედიცინა მდიდარია ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებით, რომელთა შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები ეფექტურ შედეგს მოგცემთ და ამავე დროს იაფი და ყველასთის ხელმისაწვდომია.

სტატიაში შემოგთავაზებთ მრავალჯერ გამოცდილ და ეფექტურ მეთოდებს, რომელთა წყალობითაც ამ პრობლემისგან სწრაფად და მარტივად გათავისუფლდებით.

მეთოდი №1

სოკოს საწინააღმდეგო უმარტივესი და საოცრად ეფექტური საშუალებაა ნოვოკაინი. 2%-იანი ნოვოკაინის ხსნარით გააჯერეთ ბამბის საფენი, დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილზე, შეიხვიეთ და დაიტოვეთ მთელი ღამით. ზოგჯერ მე-2 პროცედურის შემდეგ მიაღწევთ სასურველ შედეგს.

მეთოდი №2

გამოიყენეთ საოცარი სალხური საშუალება – წეკო.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ადუღებული წყალი 1 ლ
  • წეკო 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ წეკო დ ადუღეთ კიდევ 2 წუთი.
  2. ნახარში გადაასხით თასში და დაიორთქლეთ ფეხი იმ ტემპერატურაზე რომელსაც გაუძლებთ. პროცედურის შემდეგ ფეხი არ შეიმშრალოთ, დაელოდეთ თვითონ გაგიშრეთ.

მეთოდი №3

საჭირო ინგრედიენტები:

  • კალიუმის პერმანგანატი 5-10 წვეთი
  • ადუღებული წყალი 1 ლ
  • ნივრის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. ადუღებულ წყალს დაამატეთ კალიუმის პერმანგანატი და მომზადებული ხსნარით დაიორთქლეთ ფეხები. დაზიანებულ ფრჩხილზე წაისვით ნივრის წვენი.
  2. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ დღე.

ჩაიტარეთ უმარტივესი პროცედურები და გათავისუფლდით ფრჩხილის სოკოს ინფექციისგან.