აწი ღვეზელებს მხოლოდ ამ ცომით მოვამზადებ. ისეთი ნაზი და ფაფუკი გამოდის, აუცილებლად მოგეწონებათ

შემოგთავაზებთ ფაფუკი და ჰაეროვანი ცომის რეცეპტს, რომლითაც შეძლებთ უგემრიელესი ღვეზელების მომზადებას. აი, ისეთი, რომ იტყვით ცომი ენაზე დნებოდაო. შეგიძლიათ  შიგთავსად ნებისმიერი პროდუქტი გამოიყენოთ.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 2 კგ
  • საფუარი 2 ს. კ.
  • რძე ან წყალი 3 ჩ. ჭ.
  • შაქარი 8-10 ს. კ.
  • კვერცხი 5 ცალი
  • კარაქი 250 გრ
  • მარილი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. თბილ რძეს შეურიეთ 1 ს. კ. შაქარი, საფუარი და ფქვილის ნაწილი. საფუარი დადეთ სითბოში და დაელოდეთ აფუებას.
  2. კვერცხი, შაქარი და მარილი ათქვიფეთ.
  3. მზა საფუარს დაამატეთ კვერცხიანი მასა და შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ გამდნარი კარაქი და ზელთ, სანამ ცომი არ გახდება გლუვი. გაითვალისწინეთ, ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.
  4. მზა ცომს გადააფარეთ ტილო და 1,5-2 საათით დადეთ სითბოში. მასამ 3-ჯერ უნდა მოიმატოს.
  5. ცომი დაყავით ნაწილებად, გამოხელეთ სასურველი ზომის გუნდები და ცოტა ხნით გააჩერეთ. შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
  6. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.

თუ თქვენ მარილიანი ან ტკბილი შიგთავსით გსურთ ღვეზელების მომზადება, მაშინ შაქრის რაოდენობა დაარეგულირეთ. გემრიელად მიირთვით!