10 საყოფაცხოვრებო პრობლემა, რომელთა გადასაჭრელად მხოლოდ წყალბაის ზეჟანგს ვიყენებ

წყალბადის ზეჟანგი – იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც გვეხმარება არაერთი პრობლემის გადაჭრაში. დღევანდელ სტატიაში დეტალურად მოგითხრობთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ის, რათა საგრძნობლად შევიმსუბუქოთ სახლის დალაგება-დასუფთავების პროცესი.

წყალბაის ზეჟანგი – ეფექტური საშუალება საყოფაცხოვრებო პრობლემების წინააღმდეგ! 

მინის გაწმენდა

მინის ზედაპირის გასაპრიალებლად, მათ შორის სარკეების გასაწმენდად, ძალიან ეფექტური საშუალებაა წყალბადის ზეჟანგი. უბრალოდ დაასველეთ რბილი ქსოვილი მცირეოდენი ზეჟანგით და შეუდექით მინის ზედაპირების გაპრიალებას.

სამზარეულოს მაგიდები და თაროები

ეს სახლის ის ნაწილია, სადაც მილიარდობით მავნე მიკრობი და ბაქტერია შეიძლება დაგროვდეს. მათ გასანადგურებლად გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი მარტივი ინსტრუქციით: სამზარეულოს ღრუბელი ან ნებისმიერი რბილი ქსოვილი დაასველეთ მცირეოდენი ზეჟანგით და შეუდექით ზედაპირის გაწმენდას.

სამზარეულოს დაფები

ყველა დიასახლისმა კარგად ვიცით, თუ რამდენად რთულია დაფებისათვის პირვანდელი სისუფთავის დაბრუნება. გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი მათ გასაწმენდად, რათა გაანადგუროთ მავნე მიკრობები და ბაქტერიები.

მაცივარი

თუ სამზარეულოს სწორი ინსტრუქციით რეგულარულად არ გაწმენდთ, მავნე მიკრობების დაგროვება მის თაროებზე და უსიამოვნო სუნის გაჩენა გარდაუვალი იქნება. დაასველეთ რბილი ქსოვილი წყალბაის ზეჟანგით და კარგად გაწმინდეთ მისი თაროები და კედლები, რათა სწრაფადვე მოაშოროთ უსიამოვნო სუნი და გაანადგუროთ მილიარდობით მავნე ბაქტერია.

საცხობი ფორმები

მიმწვარ ლაქებსაც კი მარტივად მოაშორებთ, თუ საცხობ ფორმებს რეგულარულად წყალბადის ზეჟანგისა და საჭმელი სოდისგან მომზადებული პასტისებრი მასით გახეხავთ.

ლაქების ამომყვანი

წყალბადის ზეჟანგი ლაქების ამომყვანი არაჩვეულებრივი საშუალებაა. დალაქავებული სამოსის ზედაპირზე დაასხით წყალბადის ზეჟანგი, მოაბნიეთ მცირეოდენი სოდა და გააჩერეთ ერთი საათით, შემდეგ გარეცხეთ ნივთი სარეცხ მანქანაში.

ფილები

სამზარეულოსა და სააბაზანოს ფილები საკმაოდ იოლად ბინძურდება. მათთვის იდეალური სისუფთავის დაბრუნებას მარტივად შეძლებთ, თუ ფილებზე წყალბადის ზეჟანგს მიაპკურებთ, დააყოვნებთ მინიმუმ 30 წუთით, შემდეგ კი ჯაგრისით კარგად გახეხავთ.

ობი

თუ სახლის კედლებზე ობი ჩნდება, უხვად მიაპკურეთ წყალბადის ზეჟანგი, გააჩერეთ 1 საათით და შემდეგ გაწმინდეთ რბილი ქსოვილით. ასე თავიდან აირიდებთ სოკოს სპორების გამრავლებასა და დაგროვებას.

უნიტაზის გაწმენდა

1/2 ჩაის ჭიქა წყალბადის ზეჟანგი მოასხით უნიტაზის კედლებზე, გააჩერეთ 20 წუთით, შემდეგ კი რამდენჯერმე ჩარეცხეთ. კარგი იქნება, თუ ზემოდან საჭმელ სოდასაც მოაბნევთ.

იატაკის წმენდა

შემდეგში, როდესაც იატაკის გაწმენდას დააპირებთ, ცადეთ 1/2 ჩაის ჭიქისა და 4 ლიტრი ცხელი წყლისგან მომზადებული ხსნარის გამოყენება. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ბოლომდე გაანადგურებს მავნე მიკრობებსა და ბაქტერიებს.

როგორც ხედავთ, წყალბადის ზეჟანგი მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელიც არაერთი პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!