წონის დაკლების პროცესი ერთი შეხედვით რთული ჩანს, თუმცა რეალურად ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე ჩვევის შეცვლაა საკმარისი. ყოველი ასპექტის გამოსწორებით ჩვენ სულ უფრო ახლოს მივდივართ სასურველი მიზანთან. ეს რჩევები დაგეხმარებათ წონის დაკლებაში ჭამის რაოდენობის შემცირების გარეშე:
შეცვალეთ ჩიფსები პოპკორნით
ჰაერით სავსე პოპკორნი ბევრად უფრო ნაკლებ ცხიმს და კალორიებს შეიცავს, ვიდრე ჩიფსები.
შეცვალეთ მაიონეზი მდოგვით
მაიონეზი საკმაოდ მდიდარია შაქრით და გადამუშავებული ცხიმების კონტენტით, ხოლო მდოგვში ეს ორი ელემენტი მცირე რაოდენობით შედის.
შეცვალეთ თეთრი ბრინჯი ყავისფერით
ყავისფერი ბრინჯი შეიცავს უფრო მეტ ფაიბერს, ვიტამინებს და მინერალებს.
შეცვალეთ თეთრი ფქვილი ქოქოსის ფქვილით
ქოქოსის ფქვილი იდეალური წყაროა ფაიბერის და პროტეინის მისაღებად, თანაც იგი ძალიან ცოტა ნახშირწყლებს შეიცავს.
შეცვალეთ ჰამბურგერის პური სოკოთი
სოკოს თავები ჰამბურგერის პურების იდეალური შემცვლელია, რადგან იგი იგივე გამოცდილებას გთავაზობთ ნაკლები ნახშირწყლების შემცველობით
შეცვალეთ კაკაოს პუდრი კაკაოს ფქვილით
გადამუშავებული ქაქაოს პუდრი დაცლილია ნუტრიენტების უმრავლესობისგან, ხოლო გამოც კაკაოს ფქვილი სავსეა ანტიოქსიდანტებით და უამრავი დადებითი ეფექტით
შეცვალეთ დაზელილი კარტოფილი დაზელილი ყვავილოვანი კომბოსტოთი
ყვავილოვანი კომბოსტოსგან თითქმის იგივე ტექსტურის მქონე კერძის მიღება შეგიძლიათ, თანაც იგი ნაკლებ ნახშირწყლებს და ცხიმებს შეიცავს
შეცვალეთ თეთრი შაქარი თაფლით
თაფლი ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს, თანაც მისი გადამუშავება უფრო ადვილია თეთრ შაქართან შედარებით
შეცვალეთ რძე ნუშის რძით
ძროხის რძე ბევრად უფრო მეტ შაქარს და ცხიმებს შეიცავს ვიდრე მცენარეული რძეები
შეცვალეთ პასტა ზუკინით
ზუკინი პასტის იდეალური შემცვლელია, თანაც იგი ნაკლებ კალორიებს და ნახშირწყლებს შეიცავს
შეცვალეთ პურის ნამცეცები შვრიით
პურის ნამცეცებთან შედარებით შვრია უფრო მდიდარია ფაიბერით, მინერალებით და ჯანსაღი ნახშირწყლებით
შეცვალეთ მაგიდის მარილი ჰიმალაური მარილით
ჰიმალაური მარილი სავსეა მინერალებით და უფრო მარტივად გადამუშავდება ჩვენს მუცელში
შეცვალეთ გაზიანი სასმელები ჩაით
გაზიანი სასმელები დამატკბილებლებს და ხელოვნურ არომატიზატორებს შეიცავს, ხოლო ჩაი სავსეა ანტიოქსიდანტებით
შეცვალეთ კარტოფილი ფრი შემწვარი სტაფილოს ჯოხებით
კარტოფილი ორჯერ უფრო მეტ კალორიას და ნახშირწყლებს შეიცავს ვიდრე სტაფილო
შეცვალეთ ნაყინი გაყინული ბანანის კრემით
ბანანებს ნატურალურად ტკბილი და კრემის მსგავსი ტექსტურა აქვთ, თანაც ისინი არ შეიცავენ არაჯანსაღ ცხიმებს და შაქარს