ხორცის ღვეზელი კარტოფილის ცომით. კერძი, რომელიც ჩემს ოჯახში საკმარისი არასდროს არის

897

შემოგთავაზებთ კარტოფილის პიურეს ბაზაზე მომზადებული ღვეზელის რეცეპტს, რომელიც ცივიც და ცხელიც უგემრიელესია და ამავე დროს წვნიანი.

ამ საოცარი ღვეზელის გემო თქვენ და თქვენს ახლობლებს არასდროს დაგავიწყდებათ

საჭირო ინგრედიენტები ცომისთვის:

  • კარტოფილი  200 გრ
  • ფქვილი 200 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 50 გრ
  • მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისითვის:

  • გატარებული ხორცი ან პატარა ნაჭრებად დაჭრილი 500 გრ
  • ბულგარული წიწაკა 2 ცალი
  • პამიდორი 1 ცალი
  • ხახვი (საშუალო) 2 ცალი
  • ცხიმიანი ნიღები ან არაჟანი (33-38%) 100 მლ
  • რძე 100 მლ
  • კვერცხი (ზემოდან გადასასმელად) 2 ცალი
  • ტომატი 2 ს. კ.
  • მარილი
  • წიწაკა
  • გახეხილი ყველი

მომზადების წესები:

1. კარტოფილი პატარა ნაჭრებად დაჭერით და მოხარშეთ მარილიან წყალში, შემდეგ წყალი გადააქციეთ და კარტოფილი ჩაჭყლიტეთ. დაამატეთ კვერცხი, კარაქი და კარგად აურიეთ.

2. მომზადებული მასა გადაიტანეთ თასში, დააყარეთ ფქვილი,  მოზილეთ ცომი, რომელსაც გაანაწილებთ საცხობ ფორმაში და აუცილებლად ამოიტანეთ კიდებზეც. ფორმა შედეთ მაცივარში  და დაიწყეთ შიგთავსის მომზადება.

3. წიწაკა პატარა კუბიკებად დაჭერით და მოთუშეთ. ხახვიც დაჭერით და ცალკე ტაფაში მოთუშეთ. ხახვს დაამატეთ ხორცი და შეწვით. მარილი გემოვნებით. დაამატეთ მოთუშული ბულგარული და  პატარა ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი.

4. მომზადებული შიგთავსი ცომზე გაანაწილეთ, დაამატეთ რძე, არაჟანი, ტომატი და აურიეთ. კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ მარილი, შავი პიმპილი და ზემოდან მოასხით.

5. გამოაცხვეთ 200 გრ ტემპერატურაზე 40 წუთი და გამოცხობამდე 10 წუთით ადრე დაამატეთ გახეხილი ყველი.

თქვენს სამზარეულოში საამო სურნელი დატრიალდება. მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით უგემრიელესი ღვეზელი და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ის თქვენი პატარების საყვარელი კერძი გახდება.

გემრიელად მიირთვით!