![10](https://unique.ge/wp-content/uploads/2020/04/10-7-696x414.jpg)
თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი დარჩეთ ცივ ამინდში გარეთ გასვლისას, მაშინ ეს რამდენიმე ცუდი ჩვევა უნდა დაივიწყოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენ ცივი ამინდით უფრო მეტად ისიამოვნებთ და ავად გახდომასაც აირიდებთ თავიდან.
ცხვირის წვეთები გამოიყენეთ გარეთ გასვლამდე
ცივი კლმატი თქვენი ცხვირის არხებს ავიწროვებს. ამიტომ თუკი გარეთ გასვლამდე მათში წვეთებს ჩავაწვეთებთ, ცხვირის მემბრანები ვერ შეძლებენ ჩვენს დაცვას მიკროორგანიზმებისგან და ასევე ვერ გაათბობენ შესუნთქულ ჰაერს.
ისუნთქეთ პირით
პირით სუნთქვისას თქვენ ვერ ახერხებთ ჰაერის საკმარისად გათბობას ან მის დატენიანებას, რაც ანგინის გაჩენის რისკს ზრდის. ამის ასარიდებლად უბრალოდ ისუნთქეთ ცხვირით, ნელა და ღრმად.
პირის და ცხვირის შარფით დაიფარეთ
ცივ ამინდში ჩვენს მიერ ამოსუნთქული წვეთები შესაძლოა შარფზე მოხვდეს და ყინულად გადაიქცეს. ასეთ დროს მისი გავლით შესუნთქული ჰაერი უფრო ცივი ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ და ამის გამო მან შესაძლოა ანგინა და ბრონხიტი გამოიწვიოს, ან კანი გააღიზიანოს. ამის თავიდან ასაცილებლად არ დაიფაროთ ცხვირი.
კანკალის დროს სახლში სირბილით წასვლა
კანკალის დაწყების შემთხვევაში ჯობს რაიმე თბილ ადგილას გაჩერდეთ 2-3 წუთით გასახურებლად და შემდეგ წახვიდეთ სახლში. არ გაიქცეთ პირდაპირ სახლში სიცივის გაძლიერებისას.
არ ჩაიცვათ ზედმეტად ვიწრო სამოსის და ფეხსაცმელი
ორივე მათგანი გარანტირებულად უფრო მალე გაგყინავთ ცივ ამინდში. თუკი ოდნავ უფრო ფართო სამოსს აირჩევთ, კანსა და ნაჭერს შორის არსებული ჰაერი თქვენს სხეულს სითბოს შენარჩუნებაში დაეხმარება.
ცხელი სასმელი დალიეთ გარეთ გასვლამდე 30 წუთით ადრე
ცხელი ჩაი ზრდის სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს. მაგრამ იგი ასევე სისხლის ვენებს აფართოებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სიცივეში გასვლისას თქვენ უფრო სწრაფად დაკარგავთ ორგანიზმის სითბოს.
ცივ ამინდში გარეთ მშიერი ნუ გახვალთ
ორგანიზმის სითბოს გამოსამუშავებლად ენერგია გვჭირდება, რის გარეშეც მალე გავიყინებით. ამიტომ გჭირდებათ მოშიებისთანავე ჭამა ცივ ამინდში, განსაკუთრებით სახლიდან გასვლის წინ.
კრემის წასმა სახლიდან გასვლის წინ
როდესაც კანზე კრემს ისვავთ, ის პირველი 30-40 წუთის განმავლობაში მისი ზედაპირიდან წყლის აორთქლებას იწვევს. ცივ ამინდში ეს კანის დაზიანებასა და გაგრილებას იწვევს. ამიტომაც კრემის წასმის შემდეგ სჯობს თავიდან აირიდოთ გარეთ გასვლა მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში, ან არ გამოიყენოთ წყალზე დაფუძნებული პროდუქტები.
გაითბეთ თავი გარეთ
ასეთ დროს თავს უფრო თბილად 30-40 წუთის განმავლობაში იგრძნობთ, შემდეგ კი თქვენი ორგანიზმი გაგრილებას ზედმეტად სწრაფად დაიწყებს. ასეთ დროს ტვინმა შესაძლოა ადეკვატურად არ აღიქვას ასეთი საფრთხე და ვერ შეგატყობინოთ, რომ ცივდებით. ამიტომ სჯობს მხოლოდ შინ დალიოთ ალკოჰოლი ცივ ამინდში.