დაგჭირდებათ ხახვი და თეთრი ძმარი, რათა ბზარები და კოჟრები მარტივად გაქრეს

ორი იაფი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტის კომბინირებით მიიღებთ ეფექტურ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ ქუსლებიდან ბზარების, კოჟრებისა და გარქოვანებული კანის მოშორებაში.

ნატურალური საშუალება ფეხების კანის მოსავლელად

ინგრედიენტები: 

  • ერთი საშუალო ზომის თავი ხახვი
  • ½ ჩაის ჭიქა თეთრი ძმარი (დაახ. 125 მლ)

ინსტრუქცია:

  1. გაასუფთავეთ ხახვი და კარგად გარეცხეთ.
  2. გაჭერით ბოსტნეული სამ ნაწილად და ჩაყარეთ ჭურჭელში, რომელშიც თეთრი ძმარი გაქვთ ჩასხმული.
  3. დააყოვნეთ ნარევი ერთი დღით.
  4. ჩაალბეთ მასში ბამბის დისკი და კარგად შეიზილეთ ის ქუსლების გაუხეშებულ და გარქოვანებულ კანში.
  5. შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი, ამოიცვით წინდები და დაწექით. დაიტოვეთ საშუალება სამოქმედოდ მთელი ღამით.

მეორე დილას დაიბანეთ ფეხები საპნის გამოყენებით და კარგად გაიხეხეთ ქუსლები პემზის ქვის გამოყენებით.

მოცემული საშუალება არაჩვეულებრივია ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ საბრძოლველადაც. რეგულარულად დაიმუშავეთ დაინფიცირებული ფრჩხილები და კანის შესაბამისი მონაკვეთები ამ საშუალებით, რათა საგრძნობლად შეიმსუბუქოთ მდგომარეობა და დააჩქაროთ მკურნალობის პროცესი.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. მინდა აქვე გითხრათ რომ მისი ეფექტურობა მე და ჩემს ბევრ მეგობარს საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი.