ჭურჭლის სარეცხი საშუალება საკუთარი ხელით, რომელიც ჩამჯდარ ლაქებსაც გაუმკლავდება

გამოიყენეთ მარტივი ინგრედიენტები, მოამზადეთ ხელნაკეთი საშუალება და გაასაუფთავეთ თქვენი საყვარელი ქვაბი ან ტაფა ნებისმიერი სახის დაბინძურებისგან, თუნდაც ღრმად ჩამჯდარი ცხიმებისგან. შემოთავაზებული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზქურის, გამწოვის, ნიჟარისა და ღუმელის გასაწმენდად.

ხელნაკეთი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ მარტივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტები: სოდა 1 ს. კ., ჭურჭლის სარეცხი საშუალება 1 ს. კ., წყალბადის ზეჟანგი 5 ჩ. კ. ლიმონის წვენი 1 ს. კ.

მომზადების წესი: მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა დაიტანეთ დაბინძურებულ ჭურჭელზე, წაუსვით ყველგან და გააჩერეთ 5-10 წუთი. თუ ნივთი ძალიან არის დალაქავბული შეგიძლიათ ინგრედიენტების პროპორციები გაზარდოთ. მითითებული დროისს გასვლის შემდეგ გამოიყენეთ  ღრუბელი და ჭურჭელი კარგად გაასუფთავეთ, შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.

მოამზადეთ ხელნაკეთი საშუალება, რომელიც ბიუჯეტურია, ამავე დროს უსაფრთხო და საოცრად ეფექტურია.