როგორ ვებრძოლოთ ნაოჭების ნაადრევ გაჩენას და გადავიჭიმოთ კანი საშინაო ნიღაბით

ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანი იცვლება და ჩნდება სიბერის პირველი ნიშნები. მაგალითად:

  • კანი დუნდება და კარგავს ელასტიურობას;
  • ჩნდება ნაოჭები;
  • მუქი ლაქები;
  • კანის არათანაბარი ტონი;
  • თვალების გარშემო მუქი წრეები;

ყველა ადამიანისთვის, განურჩევლდ სქესისა მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს კანის სილამაზე და ჯანმრთელობა, რომელიც გვმატებს თავდაჯერებულობას.

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც კანს დაუბრუნებთ ელასტიურობას და მაქსიმალურად შეაფერხებთ ასაკობრივი ცვლილებების წარმოქმნას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 5 წვეთი
  • ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი 10 წვეთი
  • ნატურალური იოგურტი 1 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. არ გამოიყენოთ რკინის ჭურჭელი, რათა თავიდან აიცილოთ ჟანგვითი პროცესები.
  2. სახე კარგად დაიბანეთ და ნიღაბი ფრთხილად შეიზილეთ. 30 წუთის შემდეგ ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ. შედეგი აღგაფრთოვანებთ.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრეუნათ თქვენს სილამაზეზე.