შემოგთავაზებთ გემრიელი და არომატული პურის რეცეპტს, რომელიც დაგაბრუნებთ ბავშვობაში. ცხელი პურის დატრიალებული სურნელი გაგახსენებთ სამზარეულოში მოფუსფუსე ბებიას.
მოუმზადეთ უგემრიელესი პური თქვენს პატარებს, რათა მუდმივად სდევდეთ მათ თქვენი ხელით მომზადებული პურის სასიამოვნო და სიყვარულით გაჟღენთილი სურნელი.
პურის გამოსაცხობად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 0,5 ლ ცხელი წყალი (სხეულის ტემპერატურაზე ოდნავ მეტი)
- 25-30 გრ საფუარი
- 1 ს. კ. შაქარი
- 2 ჩ. კ. მარილი
- 2 ს. კ. ზეთი
- 1 კვერცხი
- 6-7 ჩ. ჭ. ფქვილი
მომზადების წესი:
- მოზილეთ ცომი მოცემული ინგრედიენტებისგან და ჩადეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში.
- გამოსაცხობად დაგჭირდებათ იმ ზომის ფორმა, რომ ცომმა ნახევრამდე გაავსოს. შეგიძლიათ გამოსაცხობად ალუმინის ქვაბი გამოიყენოთ.
- ცომიან ქვაბს ზემოდან გადააფარეთ ტილო და დააყოვნეთ 20 წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ 1 საათით შედეთ მაცივარში.
- მაცივრიდან გამოღების შემდეგ ცომი სითბოში არ გააჩეროთ, დაუყონებლივ შედეთ წინასწარ გაცხელეულ ღუმელში.
- პური გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე. მზა პური დაასვენეთ და ფორმიდან 5 წუთის შემდეგ ამოიღეთ. ზემოდან გადაუსვით ზეთი და გადააფრეთ ტილო.
პური გამოდის მაღალი, ფუმფულა, ნასვრეტებიანი, თხელი ქერქით, საოცარი არომატით, რომლის საამო სურნელი მთელ სამეზობლოში დატრიალდება. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!