თუ ნაოჭები გიღრმავდებათ და ლაქები გაგიჩნდათ, გამოიყენეთ ჟელატინის ნიღბები

ჟელატინი ეფუძნება კოლაგენს, ცხოველური წარმოშობის ცილას, ამიტომ იგი ნაოჭების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.

ჟელატინის ჰიდროლიზირებულ კოლაგენს შეუძლია კომპენსირება გაუწიოს კოლაგენის დეფიციტს, რომელიც ასაკის თანმხლები პროცესია.

ჟელატინი წარმოიქმნება ცხოველების ძვლებში, ხრტილებში, კანში და ვენებში კოლაგენის დენატურაციით, რაც უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების სიმტკიცესა და ელასტიურობას.

თავისი გასაოცარი შემადგენლობის წყალობით ჟელატინი ეფექტურად გამოიყენება კოსმეტელოგიური ხაზით. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აღადგენს კანს, აქრობს წვრილ ნაოჭებს. ჟელატინი გამოიყენება შამპუნებში როგორც ცილოვანი დანამატი. ამ პროდუქტის ბაზაზე მომზადებული უამრავი ნიღაბის რეცეპტი არსებობს, რომლებიც გასაოცარ შედეგს მოგცემეთ

სტატიაში შემოგთავაზებთ ჟელატინის ბაზაზე მომზადებულ უძლიერეს საშუალებათა რეცეპტებს.

ნაოჭების საწინააღმდეგო ჟელატინის მალამო

დაგჭირდებათ:

  • ჟელატინი 1 ჩ. კ.
  • წყალი ნახევარი ჩ. ჭ.
  • თაფლი 3 ს. კ.
  • გლიცერინი 0,5 ჩ. ჭ.
  • სალიცილის მჟავა 1 გრ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები განათავსეთ თასში და მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე, ურიეთ სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი. შემდეგ გააციეთ და თან განუწყვეტლივ ურიეთ, რათა ჟელესებური მასა მიიღოთ. მომზადებული მალამო დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე დაძინებამდე 2 საათით ადრე და გაიჩერეთ 20 წუთი. მალამოს ნარჩენები, რომლებიც სახის კანმა არ შეიწოვა, ხელსახოცით ჩამოიწმინდეთ.

მომზადებული მალამო 1 თვე გეყოფათ. აუცილებლად შეინახეთ მაცივარში. გამოყენებამდე მალამოს ის რაოდენობა, რომელიც გჭირდებათ ხელით შეათბეთ და ისე წაისვით.

კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ჟელატინის ნიღბებს აქვს ძლიერი რეგენერაციული თვისებები. ისინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის ფერს. მათი გამოყენების შემდეგ კანი ხდება რბილი და ელასტიური, ქრება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები და ჭორფლები.

ჟელატინისა და ბანანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

1 ჩ. კ. ჟელტინს დაასხით 2 ს. კ. ადუღებულ წყალი, აურიეთ და დატოვეთ გასაფუებლად. შემდეგ დაამატეთ ბანანის პიურე 2 ჩ. კ. აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი ჟელატინით, თაფლითა და გლიცერინით

საჭირო ინგრედიენტები:

  • გლიცერინი 4 ს. კ.
  • თაფლი 2 ჩ. კ.
  • ჟელატინი 2 ჩ. კ.
  • წყალი 4 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ დაამატეთ 4 ს. კ. ადუღებული წყალი და გადაიტანეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში.

ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. დაიტოვეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამობანეთ. პროცედურის ბოლოს აუცილებლად წაისვით მკვებავი მალამო.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ჟელატინი, ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.