სანამ ამ სტატიის წერას დავიწყებთ და გეტყვით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ბრინჯის ბულიონი, გვსურს გითხრათ რამდენიმე სიტყვა გასტრიტის შესახებ.
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ გასტრიტი არის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. ის ყველაზე ხშირად იმ ბაქტერიით დაავადებული ინფექციის შედეგია, რასაც კუჭის წყლულების უმეტესობას იწვევს. ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორებია: დაზიანებები, გარკვეული ტკივილგამაყუჩებლების რეგულარული გამოყენება და ძალიან ბევრი ალკოჰოლი. გასტრიტი შეიძლება მოულოდნელად აღმოგვაჩნდეს (მწვავე გასტრიტი), ან შეიძლება დროდადრო, ნელ-ნელა განვითარდეს (ქრონიკული გასტრიტი). ზოგიერთ მძიმე შემთხვევებში, გასტრიტმა შეიძლება გამოიწვიოს წყლულები და კუჭის კიბო. თუ ამ დაავადებას უყურადღებოდ დატოვებთ, ამან შეიძლება სერიოზულ შედეგებამდე მიგიყვანოთ. მედიკამენტები დაგეხმარებათ სიმპტომების ჩახშობაში, მაგრამ სრულად ვერ განკურნავს დაავადებას.
ბრინჯიანი წყალი
მთელ მსოფლიოში, გასტრიტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, ბევრი ადამიანს იყენებს ბრინჯის ბულიონს. აი, როგორ უნდა მოამზადოთ: 1 ჭიქა ბრინჯს დაამატეთ 400 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 8 წუთი. მიღებული ნარევი აურიეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.
სელი
ხალხი, მჟავების რეფლუქსისგან თავის დასაღწევად და საჭმლის მომნელებელი სხვა პრობლემების სამკურნალოდ, ასევე იყენებს სელის ზეთს. აი, როგორ უნდა მოამზადოთ: 1 სუფრის კოვზ სელის ზეთს დაამატეთ ერთი ჭიქა წყალი და დატოვეთ მინიმუმ 12 საათი. უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე.
სტაფილო
დიახ, თქვენ აუცილებლად უნდა დაამატოთ სტაფილო თქვენი კვების რაციონს! სტაფილოს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ასევე, არის შარდმდენი და ეს დაგეხმარებათ სიმპტომების შემცირებაში. ძალიან მარტივია – უბრალოდ დაამატეთ სტაფილო თქვენს საყვარელ სალათს ან სხვა კერძებს.
ახალი კომბოსტოს წვენი
100 მლ ახალი კომბოსტოს წვენმა, რომელსაც ყოველ დილით ცარიელ კუჭზე მიიღებთ, შესაძლოა სწრაფად გაგათავისუფლოთ გასტრიტით გამოწვეული დისკომფორტისგან. ეს არის ტრადიციული სამკურნალო საშუალება, რომელიც მრავალი ექიმის მიერაა რეკომენდებული. კომბოსტო არის გლუტამინის მდიდარი წყარო, რომელიც ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის გაჯანსაღებას და ამცირებს გაღიზიანებას.
რა უნდა შევამციროთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გასტრიტი?
ხორცი, ხორცპროდუქტები და ცხოველური პროდუქტები (რძის პროდუქტები და კვერცხი); თეთრი ფქვილისგან დამზადებული სწრაფი კვების პროდუქტები; ცხოველური ცხიმები, რაფინირებული ზეთები და მარგარინი; ალკოჰოლი, სიგარეტი და კოფეინი.