სისხლძარღვების წმენდის ხალხური მეთოდები. 6 წელზე მეტია, ხელების დაბუჟებას არ შევუწუხებივარ

მრავალი წლის მანძილზე მტანჯავდა ხელების დაბუჟება ღამით. ყოველ 15-20 წუთში აუცილებლად უნდა შემეცვალა  სხეულის პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელები მგრძნობელობას კარგავდა. მივმართე ექიმს, ვიღებდი წამლებს, მაგრამ უშედეგოდ.

მკურნალობა სამი თვე მყოფნიდა, შემდეგ ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა. როდესაც გავისინჯე სისხლძარღვები ხელზე, აღმოჩნდა, რომ ისინი იდაყვიდან თითებამდე 30 %-ით ფუნქციონირებდა, ხოლო მხრიდან იდაყვამდე – 50 %-ით.

გადავწყვიტე მიმემართა ხალხური საშუალებებისთვის და  სისხლძარღვების გაწმენდა ტიბეტური მეთოდის მიხედვით ნივრის ნაყენით დავიწყე. დავიწყე 1 წვეთი ნივრის ნაყენისა და რძის ნარევით და ავედი ნივრის ნაყენის 25 წვეთამდე.

მივაკვლიე სისხლძარღვების წმენდის კიდევ ერთ მეთოდს, რომლის ძირითადი ინგრედიენტი ნივრის ფერმენტი და შრატია.

აიღეთ 3 ლ შრატი, 3 ჩ. ჭ. დაჭყლეტილი ნიორი, 1 ჩ. ჭ. შაქარი. შემადგელობას დასადუღებლად დაამატეთ 1 ჩ. კ. არჟანი. დროდადრო მოურიეთ ხოლმე. უძლიერესი სამკურნალო ნაყენი მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 50 მლ-ის ოდენობით.

სამკურნალო ნაყენის სამლიტრიან ქილას 2 თვის განმავლობაში ვიღებდი და 6 წელზეა მეტია ხელების დაბუჟებეს არ შეუწუხებივარ.

მსურს, მკურნალობა გავიმეორო და გავიწმინდო სისხლძარღვები.

გაითვალისწინეთ, რომ შრატი ნატურალური რძიsგან უნდა მოამზადოთ და ნიორიც ორგანული წარმოების უნდა აირჩიოთ.

ნაწლავის პოლიპებს მკურნალობენ ქრისტესისხლას წვენით. 1 ლ წვენს დაამატეთ 150 მლ სპირტი. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვე. დაიწყეთ 1 ჩ. კ. ხოლო 1 კვირის შემდეგ მიიღეთ 1 ს. კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დამატებით ღამით შეგიძლიათ გაიკეთოთ მიკროოყნები. 1 ს. კ. ქრისტესისხლას ბალახს დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი და გააჩერეთ. ღამით გაიკეთეთ ოყნა დაახლოებით 50 მლ-ის ოდენობით. პროცედურები გაიმეორეთ 1კვირის განმავლობაში. 1 კვირა დაისვენეთ, ხოლო შემდეგ ისევ გააგრძელეთ. მალე გასაოცარ შედეგს მიიღებთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.