ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობდი. სიმძიმე გვერდში, პირის სიმწარე, მსუბუქი გულისრევის შეგრძნება ჭამის შემდეგ-პრობლემები, რომლებიც გაგრძნობინებთ, რომ ღვიძლს უჭირს.
შემთხვევით წავაწყდი მოცემული კოქტეილის რეცეპტს და გადვწყვიტე მისი მომზადება. გემრიელი სასმელი წმენდს ორგანიზმს. ერთი კვირის განმავლობაში სწორად ვიკვებებოდი და ყოველდღიურად ვიღებდი ბოსტნეულის წვენს და შედეგმაც არ დააყოვნა. მომეხსნა უსიამოვნო შეგრძნებები და ცხოვრების ხალისიც დამიბრუნდა.
გირჩევთ, თქვენც მიიღოთ ღვიძლის საამკურნალო შრატი და იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
იხილეთ ბოსტნეულის კოქტეილის რეცეპტი
საჭირო ინგრედიენტები:
- სტაფილო 3 ცალი
- მწვანე ვაშლი 2 ცალი
- ჭარხალი 1 ცალი
- ჯანჯაფილის ფესვის ნაჭერი
- ლიმონი (ქერქის გარეშე) ნახევარი
- სალათის ან ისპანახის რამდენიმე ფურცელი
მომზადებისა და მიღების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, დაამატეთ 2 ჩ. ჭ. წყალი, კარგად აურიეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღთ ყოველ დღე 1 ჩ. ჭ.
რატომ არის ეს კოქტეილი სასარგებლო?
- სტაფილო მდიდარია ფლავონიდებითა და A ვიტამინით.
- ვაშლის შემადგენლობაში შედის პექტინი, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.
- სალათის ფურცლები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს იმუნიტეტს.
- ლიმონი და ჯანჯაფილი უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, გაგათავისუფლებთ შებერილი მუცლისგან და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.
- ნედლი ჭარხალი ნაწლავისთვის სასრგებლო ბოჭკოებს შეიცავს.
მოამზადეთ ბოსტნეულის კოქტეილი, რომლის ყველა ინგრედიენტი ნატურალურია და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.