თევზის ყველაზე გემრიელი და ბიუჯეტური ღვეზელი, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია

ამჯერად, შემოგთავაზებთ თევზის ღვეზელის რეცეპტს. ის საკმაოდ ბიუჯეტური და არნახულად გემრიელია.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კეფირი 1 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 1 ცალი
  • ფქვილი 1 ჩ. ჭ.
  • სოდა ნახევარი ჩ. კ.

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თევზის ზეთიანი კონსერვი (თქვენთვის ხელმისაწვდომი)
  • მოხარშული კვერცხი 2 ცალი
  • მწვანილი
  • ყველი 200 გრ

მომზადების წესი:

  1. ამზადებთ ცომს. აურიეთ მოცემული ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი.
  2. თევზის ნაჭრები ამოიღეთ ზეთიდან და ჩანგლით დაჭყლიტეთ. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაჭრილი კვერცხი, მწვანილი და ნაზად აურიეთ.
  3. საცხობ ფორმაზე წაუსვით ცხიმი, ცომი თანაბრად გაანაწილეთ, ოდნავ ამოიტანეთ კიდეებზეც, და დაფარეთ მომზადებლი შიგთავსით.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე და შედეთ ღვეზელი. 20 წუთის შემდეგ გამოიღეთ, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ ღუმელში.

ღვეზელი ძალიან გემრიელია როგორც ცხელი, ისე ცივი. გემრიელად მიირთვით!