ამ ნიღაბის წლებია ვიყენებ და მისი მადლიერი ვარ. ღრმა ნაოჭები და ლაქები ხანმოკლე დროში ნაკლებად შესამჩნევი გახდება

სილამაზეს გაფრთხილება, მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. მაგრამ სამწუხაროდ, ყველას ამის არც საშუალება აქვს და არც დრო. ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურები, მალამოები, ნიღბები დიდი ფუფუნებაა, მაგრამ საბედნიეროდ, ბუნება შემოქმედია და უამრავი საშუალება არსებობს, რომლებიც სახის კანს აახალგაზრდავებს და ათავისუფლებს წვრილი და ღრმა ნაოჭებისგან. მათი შეძენა კი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნაოჭების საწინააღმდეგო საოცრად ეფექტური და მოსამზადებლად უმარტივესი ნიღაბის რეცეპტს, რომლის ძირითადი ინგრედიენტი კარტოფილის სახამებელია.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილის სახამებელი 1 ს. კ.
  • ცივი წყალი 100 მლ
  • ადუღებული წყალი 500 მლ
  • სტაფილოს წვენი 5 ს. კ.
  • არაჟანი (ცხიმიანი) 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. კარტოფილის სახამებელი გახსენით ცივ წყალში და ემალის თასით დადგით დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ ანადუღარი წყალი და ადუღეთ გასქელებამდე.
  2. დაამატეთ სტაფილოს წვენი, ცხიმიანი არაჟანი და კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტენთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, წაისვით სქელ ფენად და 20-25 წუთი გაიჩერეთ.
  3. ნიღაბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახის კანზე მალამო წაისვით.
  4. დარჩენილი მასა შეგიძლიათ 3 დღის განმავლობაში გამოიყენოთ. აუცილებლად შიენახეთ მაცივარში.

ნიღაბი ეფექტურად მოგაშორებთ წვრილ და ღრმა ნაოჭებს , ატენიანებს კანს, ფაქტიურად ბოტოქსის ეფექტი აქვს.

ნიღაბი გაიკეთეთ ზედიზედ 3 დღე და დარწმუნდებით, რომ შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.