ლიმონი უნიკალური ხილია, რომელიც აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. სამკურნალოა ვიტამინებით, მინერალებითა და ბოჭკოებით გაჯერებული ლიმონის ცედრაც.
სტატიაში შემოგთავაზებთ ლიმონის კანის ბაზაზე მომზადებული უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ სახსრების ტკივილის შემსუბუქებას და ანთების აღმოფხვრას.
კიდევ უფრო მეტად რომ დარწმუნდეთ, რა სარგებლობა მოაქვს ლიმონის ცედრას, მოგაწვდით მცირე ინფორმაციას.
1. C ვიტამინის წყარო
ლიმონის ცედრა C ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. 100 გრ ლიმონის კანი, დაახლოებით, 130 მგ C ვიტამინს შეიცავს. ვიტამინს, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს კოლაგენის აღდგენას.
2. კალციუმი
100 გრ ლიმონის კანი შეიცავს, დაახლოებით, 135 მგ კალციუმს. კალციუმი აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის.
3. კალიუმი
100 გრ ლიმონის კანი შეიცავს, დაახლოებით, 160 მგ კალიუმს. ეს მინერალი აგარიდებთ გულის დაავადებებს, ხელს უწყობს გულის ნორმალურად ფუნქციონირებას, ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
4. ბოჭკოები
ლიმონის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს. ბოჭკოები არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
5. ეთერზეთები
ქერქში კონცენტრირებულია ლიმონის ეთერზეთები, ჰესპერიდინი, ციტრონელა, ვაშლის მჟავა და სხვა ნივთიერებები, რომლებიც ფლობს ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკურ და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს.
სამკურნალო ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ლიმონი (დიდი) 2 ცალი
- ზეითუნის ზეთი 2-3 ს. კ.
- ევკალიპტის 10 ფოთოლი
- მინის კონტეინერი, რომელსაც მჭიდროდ ეხურება თავი.
მომზადების წესი:
- გაითვალისწინეთ, რომ ლიმონი უნდა იყოს ორგანული.
- ლიმონი კარგად გარეცხეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე, მაგრამ თეთრი კანი არ შეაყოლოთ.
- ლიმონის ყვითელი ნაწილი მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაამატეთ ევკალიპტის ფოთლები და დაასხით ზეითუნის ზეთი. ფოთლები და ლიმონის ცედრა ზეთით უნდა დაფაროთ. კონტეინერს დაახურეთ ხუფი და 2 კვირით დადეთ სიგრილეში.
მოხმარების წესი:
მარლის საფენი დაასველეთ მომზადებულ ნარევში და დაიფინეთ დაზიანებულ ადგილებზე. ზემოდან დაიდეთ ცელოფანი და დაითბუნეთ შარფით.
სამკურნალო ზეთი სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. დაზიანებულ სახსარზე პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს და ტკივილი უბრალოდ გაქრება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!