დაამატეთ ორი კომპონენტი თქვენს შამპუნში, რათა დაივიწყოთ თმის ცვენა

რა შეიძლება იყოს თმის ცვენის მიზეზი? ექსპერტების დასკვნით თმის ცვენა შეიძლება სხვადასხვა ფაქტორებით იყოს გამოწვეული. მაგალითად, სტრესები, ფეხმძიმობა, მენოპაუზა, წონაში დაკლება და სხვა. სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი და თმის გადაჭარბებული ცვენა.

შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული შამპუნის რეცეპტს, რომელიც ეფექტურად დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებში.

პირველ რიგში შეიძინეთ ჩვეულებრივი საბავშვო შამპუნი, რომელიც თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნის საბაზისო ინგრედიენტია. დაგჭირდებათ კიდევ 3 ინგრედიენტი.

შამპუნს დაამატეთ როზმარინის ეთერზეთი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თავის კანზე. აგრეთვე დაგჭირდებათ ლიმონის ეთერზეთი, რომელიც საუკეთესო ანტისეპტიკია. შამპუნს დაამატეთ 2 წვეთი E ვიტამინი. E ვიტამინი თმის ცვენის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. გამოყენებამდე შამპუნს დაამატეთ 10-10 წვეთი ლიმონისა და როზმარინის  ეთერზეთები და 2 წვეთი E ვიტამინი.
  2. მომზადებული სამკურნალო საშუალება გამოიყენეთ დღეგამოშვებით. შამპუნი დაიტანეთ თმაზე და ფრთხილი მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე. სამოქმედოდ გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

შედეგი აღგაფრთოვანებთ. რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი თმა გაიზარდა და ცვენაც შეგიწყდათ.

მოამზადეთ უმარტივესი შამპუნი საშინაო პირობებში და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.