
შემოგთავაზებთ ქლიავის ბაზაზე მომზადებული ალკოჰოლური სასმელის რეცეპტს. არომატული სასმელი სასიამოვნო დასალევია.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 20 გრ გახეხილი ჯანმჯაფილი
- ½ ჩ. კ. დარიჩინი
- 2 კგ ქლიავი (უკურკო)
- 300 გრ შაქარი
- 1 ლ არაყი
მომზადების წესი:
ჯანჯაფილი და დარიჩინი ნაყენს საოცარ არომატს ჰმატებს, ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ ისინი.
- სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ ჯანჯაფილი და დარიჩინი.
- ქილა გაავსეთ კურკაგამოცლილი და დაჭრილი ქლიავით.
- დააყრეთ შაქარი, დაასხით არაყი და დაახურეთ ხუფი.
- ქილა დადგით სიბნელეში და გააჩერეთ ერთი თვე.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნაყენი გადაწურეთ და გადაიტანეთ ბოთლში.
მოამზადეთ გემრიელი, არომატული ალკოჰოლური სასმელი და თავი მოიწონეთ მეგობრებთან.