სახსრების შეზეთვა, აღდგენა და ტკივილისგან გათავისუფლება მარტივია საშინაო საშუალებით

სატატიაში შემოგთავაზებთ სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც დაგიამებთ დაავადებული სახსრებით გამოწვეულ გაუსაძლის ტკივილს. გადავწყვიტე მისი ეფექტურობა საკუთარ თავზე გამომეცადა და შემდეგ გამეზიარებინა თქვენთვის. მით უმეტეს, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი.

წლების მანძილზე მტანჯავდა წელის, კისრის, სახსრების ტკივილი, მიჭირდა სიარული და საერთოდ არ შემეძლო ფეხზე დიდხანს დგომა.

10 დღის განმავლობაში ვიღებდი ამ მაცოცხლებელ საშუალებას და საოცრება მოხდა, შედეგმა არ დააყოვნა. სახსრების ტკივილი დამიამდაა, მიყუჩდა, მაგრამ სტატიაში მოცემული რჩევის მიხედვით, მის მიღებას კიდევ 20 დღე გავაგრძელებ.

ვიცი, რომ ამ პრობლემით ბევრი ადამიანი იტანჯება. რეკომენდებულია, რომ არ გადადოთ მკურნალობა და დაუყონებლივ დაიწყოთ.

საოცარი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ჟელატინი 2 ჩ. კ.
  • გაყინული წყალი მეოთხადი ჩ. ჭ.

მომზადებისა და გმოყენების წესები:

  1. მინის ქილაში ჩაასხით გაყინული წყალი, დააყარეთ ჟელატინი, კარგად მოურიეთ, დაახურეთ თავზე და დილამდე გააჩერეთ. ჟელატინი ფუვდება და ჟელედ გადაიქცევა. დილით მიიღეთ უზმოზე წვენთან ან შაქრიან თბილ წყალთან ერთად, მაგრამ ადუღებული წყალი არ გამოიყენოთ.
  2. ერთი კვირის შემდეგ იგრძნობთ შეღავათს. გაგივლით სახსრების საშინელი ტკივილი. მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი თვე. ერთი წლის შემდეგ კვლავ ჩაიტარეთ სამკურნალო პროცედურები.

ეს არის სახრების შეზეთვისა და აღდგენის პროცესი. ჯანმრთელ  სახსარზე მრავალი ორგანოს ნორმალურად მუშაობა არის დამოკიდებული, ამიტომ აუცილებლად იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზე.

ნებისმიერი საშუალების ან მკურნალობის მეთოდის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვეს ჯანმრთელობაზე.