სამი საშინაო ნიღაბი, რომელთა დახმარებით თავი სიმელოტისგან ვიხსენი

კარტოფილი მდიდარია B და C ვიტამინებით. ეს ვიტამინები  ხელს უწყობს თმის ზრდას. კარტოფილი კვებავს თავის კანს, წმენდს ფორებს, თმას ანიჭებს მბზინვარებას, ეფექტური საშუალებაა გაყოფილი ბოლოების სამკურნალოდ, ააქტიურებს თმის ფოლიკულებს და ხელს უწყობს საერთო პრობლემების აღმოფხვრას, როგორიცაა, ქერტლი, თმის ცვენა.

კარტოფილი სხვა ინგრედიენტებთან შერწყმით ნამდვილ საოცრებებს ახდენს. თუ გსურთ, ლამაზი თმა გქონდეთ, ყურადღებით გაეცანით სტატიას, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და გამოიყენეთ კარტოფილის ბაზაზე მომზადებული ნიღბები.

1. კარტოფილისა და თაფლის ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კარტოფილის წვენი 3-4 ს. კ., 2 ს. კ. თაფლი.

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მზა მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე. შემდეგ დარჩენილი მასა დაიტანეთ თმის მთელ სიგრძეზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 2 თვე. შედეგად გაიძლიერებთ თმას, ხელს შეუწყობთ ზრდას და მიანიჭებთ მას მბზინვარებას.

კარტოფილის წვენი წმენდს თავის კანს და ხელს უწყობს თმის ზრდას. თაფლი კვებავს თმას.

2. კარტოფილი + იოგურტი

აიღეთ კარტოფილის წვენი 3 ს. კ., დაამატეთ 2 ს. კ. იოგურტი ან კეფირი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ ნუტის ფქვილი 1 ს. კ. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მომზადებული მასა დაიტანეთ თავის კანზე და წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ. შემდეგ დარჩენილი მასა გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი და დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

კარტოფილი თქვენს თმას ჰმატებს მოცულობას და ხდის აბრეშუმისებრს. იოგურტი წმენდს კანს და უნარჩუნებს თავის კანს PH ბალანსის დონეს. ნუტის ფქვილი აძლიერებს თმას და ხელს უწყობს მის სწრაფად ზრდას. ეს ნიღაბი ეფექტურად გამოიყენება ქერტლის მოსაშორებლად.

3. კარტოფილი + ალოეს წვენი

პირველ რიგში, კარტოფილი გათალეთ, მოხარშეთ და მოამზადეთ პიურე. ალოეს ფოთოლიდან გამოწურეთ წვენი. აიღეთ კარტოფილის პიურე 3 ს. კ., დაამატეთ ალოეს წვენი 1 ს. კ., ნახევარი ჩ. კ. იოგურტი და მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. ნიღაბი დააიტანეთ თავის კანზე, შეიზილეთ წრიული მოძრაობებით და შემდეგ გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი და დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

ნიღაბი გაიკეთეთ თვეში 3-4-ჯერ. კარტოფილი ხელს უწყობს თმის ზრდას. ალოე თმის მკვებავი საშუალებაა, ხდის მას აბრეშუმისებრს და ჰმატებს მბზინვარებას. ლიმონი უნარჩუნებს თავის კანს PH ბალანსის დონეს.

გამოიყენეთ მოცემული ნიღბები და იზრუნეთ თქვენი თმის სილამაზეზე.