
სტატიაში შემოგათავაზებთ ხალხური მედიცინის რეცეპტების მიხედვით მომზადებულ უმარტივეს, ყველასთვის ხელმისაწვდომ საშუალებებს, რომლებიც გაგათავისუფლებთ ქუსლებზე არსებული ნახეთქებისგან და სოკოვანი დაავადებებისგან.
ხალხური მედიცინის რეცეპტების მიხედვით მომზადებული სოკოს საწინააღმდეგო მალამო N 1
საჭირო ინგრედიენტები:
- მზესუმზირის ზეთი 1 ჩ. ჭ.
- ცვილი 25 გრ
- ხახვი (დიდი თავი) 1 ცალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ხახვი დაჭერით და მოთუშეთ ზეთში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ ხახვი ამოიღეთ და კიდევ ცოტა ხანს ადუღეთ ზეთი, დაამატე ცვილი და აადუღეთ. მომზადებული მასა ოდნავ გააგრილეთ და გადაიტანეთ მინის ქილაში (ნალექი არ გაადაყოლოთ).
- ქუსლები კარგად დაიორთქლეთ, შემდეგ პემზის ქვით გაიხეხეთ, გადაივლეთ წყალი, შეიმშრალეთ და შემდეგ შეიზილეთ მალამო. პროცედურები გაიმეორეთ ყოველ დღე და ძალიან მალე იხილავთ ქუსლებს ნახეთქების გარეშე, კანი კი დაგირბილდებათ.
- სასურველი შედეგის მიღების შემდეგ პროფილაქტიკისთვის კვირაში ერთხელ გაიმეორეთ პროცედურა. დაიორთქლეთ ქუსლები და შეიზილეთ მალამო.
- მალამო გამოსაყენებლად ვარგისია უვადოდ. კარგი იქნება თუ მას მაცივარში შეინახავთ.
ნახეთქების საწინააღმდეგო მალამოს რეცეპტი N 2
საჭირო ინგრედიენტები:
- სპირტი 100 გრ
- ასპირინი (აბები) 100 გრ
- იოდი 1 ფლაკონი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ასპირინის აბები დაფხვენით და გახსენით სპირტში, დაამატეთ იოდიც და მომზადებული ნარევი შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. მიღებული მასა გადაიტანეთ მუქი მინის თავდახურულ ჭურჭელში.
- გამოიყენეთ შემოთვაზებული საშუალება და შედეგი გაგაოცებთ. ქუსლებზე კანი გაგიხდებათ რბილი და ფაფუკი.
მალამო N 3 – ბზარებისა და ნახეთქების წინააღმდეგ
საჭირო ინგრედიენტები:
- გლიცერინი 2 ს. კ.
- ძმარი 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ყოველ საღამოს შეიზილეთ ქუსლებზე. 2 კვირის შემეგ ბზარები უკვალოდ გაგიქრებათ და თქვენ თვითონ გაოცდებით ლამაზი ქუსლების ხილვით.
გსურთ, რომ გქონდეთ ლამაზი ქუსლები და რაც მთავარია, თავი დააღწოთ ტკივილს? ყოველ საღამოს შეიზილეთ თაფლი, ამოიცვით პარკი, შემდეგ წინდები და დაიტოვეთ მთელი ღამით. დილით არ დაიბანოთ, ისე გაიწმინდეთ. მკურნალობის ხანგრძლივობა ერთი კვირა.
მზიურას ფესვი გარეცხეთ და დაასხით მდუღარე წყალი და ცხელ-ცხელ დაიფინეთ ქუსლების დაზიანებულ ადგილებზე. შემოიხვიეთ პარკი და ზემოდან შალის შარფი. სულ რამდენიმე პროცედურა და შედეგი აღგაფრთოვანებთ.
- საბედნიეროდ, ბუნება შემოქმედია, მდიდარია ნატურალური პროდუქტებით, რომელთა წყალობით მოიგვარებთ ფეხის კანის ამ უსიამოვნო პრობლემებს.
- გახეხეთ ვაშლი და ხახვი, აურიეთ და დაიფინეთ ქუსლებზე, შეიხვიეთ მკვრივი ქსოვილით და ამოიცვით წინდები.
- საოცრად ეფექტური საშუალებაა 2 წილი სპირტის, 3 წილი ძმრის ესენციისა და 1 წილი გლიცერინის ნარევი.
- ძველად ამ დაავადებას არყის საფენებით უმკლავდებოდნენ. არყით გაჯერებულ სელის ქსოვილს იფენდნენ ნახეთქებზე, იხვევდნენ და იცვამდნენ წინდებს. დილით კი აქერცლილ ფენას იშორებდენ და ქუსლებზე ისვამდნენ მალამოს ან გლიცერინს. მკურნალობის ხანგრძლივობა ქუსლების სრულ განკურნებამდე.
იხილეთ კიდევ ერთი საოცარი საშუალების რეცეპტი:
მოამზაადეთ შვრიის ფაფა. დაამატეთ 5 ს. კ. ზეთი. მომზადებული მასა გაყავით 2 ნაწილად, აიღეთ 2 სქელი პარკი და ჩაასხით მომზადებული მასები, შემდეგ კი ჩაყავით ფეხები, პარკები შეკარით ისე, რომ ფაფამ არ გამოჟონოს. გადაიფარეთ თბილი პლედი. გაიჩერეთ 2 საათი, შემდეგ ფეხები თბილი წყლით დაიბანეთ, გაიშრეთ და შეიზილეთ მალამო ან ვაზელინი. ერთი კვირის შემდეგ აღარც გემახსოვრებათ, რომ თქვენ ოდესღაც ქუსლებზე პრობლემები გქონდათ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ თქვენთვის სასურველი საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.