სტატიაში შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებული საოცრად გემრიელი მაიონეზის რეცეპტს.
შეეცადეთ მოამზადოთ არაჩვეულებრივი მაიონეზი, რომელიც ცოტა მწარეა. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მაიონეზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კვერცხის როგორც გული, ასევე ცილა.
მაიონეზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი 1 ცალი
- მზესუმზირის ზეთი (რაფინირებული) 150 მლ
- ზეითუნის ზეთი 50 მლ
- თუ ზეითუნის ზეთი არ გაქვთ, მაშინ ჩვეულებრივი, უსუნო ზეთი გამოიყენეთ.
- მდოგვის ფხვნილი 1 ჩ. კ.
- მარილი ნახევარი ჩ. კ.
- შაქარი 1,5 ჩ. კ.
- ლიმონის წვენი გემოვნებით
- დაფქული წიწაკა მესამედი ჩ. კ.
მომზადების წესი:
იგრედიეენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, ამიტომ რამდენიმე საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან.
კვერცხს დაამატეთ მდოგვის ფხვნილი, მარილი და დააბლენდერეთ. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და მწარე წიწაკა. მიქსერი არ გამორთოთ და თანდათან დაამატეთ ზეითუნის ზეთი. დაბლენდერება არ შეწყვიტოთ სანამ მასა არ გასქელდება და არ გაღიავდება. ბოლოს კი დაამატეთ შაქარი, ლიმონის წვენი და კრაგად ათქვიფეთ.
მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის მშრალ ქილაში, დაახურეთ თავი და შედეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 7 დღე.
მოამზადეთ უგემრიელესი მაიონეზი, რომელიც ნატურალურია და მის შემადგენლობაში არ შედის საღებავები, ემულგატორები.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!