სიბერე თქვენს ორგანიზმში იწვევს უამრავ არასასურველ ცვლილებას. და ეს ცვლილებები პირველად აისახება თვალების გარშემო ადგილებზე, რადგან ქუთუთოების კანი ნაზია და თხელი. მასზე მოქმედებს გარემო ფაქტორები, სტრესები, უძილობა, ვიტამინების ნაკლებობა.
ქუთუთოების კანის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე ეფექტური იყო და არის ბუნებრივი, ვიტამინებით გაჯერებული საშუალებები.
კვერცხის ბაზაზე მომზადებული ნიღბების გამოყენებას შეუძლია თვალების გარშემო კანის გაღიავება, წვრილი ნაოჭების გასწორება და კანისთვის ელასტიურობის მინიჭება.
შემოგთავაზებთ კვერცხის ცილის ნიღაბს:
კვერცხის ცილა ყველაზე მარტივი, მაგრამ საოცრად ეფექტური საშუალებაა, რომელიც აუმჯობესებს ქუთუთოების კანის მდგომარეობას.
- ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი იგრედიენტი კვერცხი და ბამბის დისკი.
- დაიტანეთ ცილა ბამბის დისკის საშუალებით თვალების გარშემო კანზე. თვალები დახუჭეთ და დაელოდეთ ცილის გაშრობას.
- ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანეთ და შედეგით ისიამოვნეთ.
შემდეგი რეცეპტი კი თვალების გარშემო ნაოჭების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა.
თანაბარი რაოდენობით აიღეთ კვერცხის ცილა, ქერის ფქვილი, თაფლი და კარგად აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ თვალების გარშემო კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ნიღაბის ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
იხილეთ ნიღაბის რეცეპტი, რომელიც მოგიხსნით შეშუპებას და მოგაშორებთ წვრილ ნაოჭებს.
საჭირო ინგრედიენტები:
- 2 ცალი კვერცხის გული
- თაფლი 1 ჩ. კ.
- ზეითუნის ან გარგრის ზეთი 1 ჩ. კ.
ნიღაბის მოსამზადებლად მოცემული ინგრედიენტები მიქსერით კარგად ათქვიფეთ და მომზადებისთანავე წაისვით თვალების გარშემო კანზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი.
მშრალი კანის საწინააღმდეგო მკვებავი ნიღაბის რეცეტი
ნიღაბის მოსამზადებლად დაჭირდებათ:
- 1 ცალი კვერცხის გული
- ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
- ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და ნიღაბი დაიტანეთ ქუთუთოების გამომშრალ კანზე. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი ნიღაბის ნარჩენები ბამბის ფირფიტითა და ცივი რძით ჩამოიბანეთ.
შედეგით ისიამოვნეთ!
ქუთუთოების კანის მოვლის საშინაო რეცეპტების მიხედვით მომზადებული საშუალებები სოცრად ეფექტურია და მათ შესახებ ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს.
მოამზადეთ ნიღბები და კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე.