ქუსლების კანი ისეთივე ნაზი რომ იყოს, როგორც ახალგაზრდობაში, გამოიყენეთ ეს საშინაო საშუალებები

ქუსლებზე კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, რადგან ის მუდმივ დატვირთვას განიცდის. ეს პრობლემა განსაკუთრებით მძაფრდება გაზაფხულსა და ზაფხულში.

ქუსლებზე გაუხეშებული კანი ბევრი ქალბატონის პრობლემაა. კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოდგენს ქუსლებზე ნახეთქები, რომელთა გამკლავება არც თუ ისე მარტავია.

ქუსლებზე ნახეთქების გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს. მაგალითად, ავიტამინოზი, სოკო, შაქრიანი დიაბეტი, მოუხერხებელი ფეხსაცმელი და მრავალი სხვა.

კოჟრებისა და ნახეთქების მოჭრა არ შეიძლება. გაუხეშებული ქუსლების კანი შეგიძლიათ პემზით გაიხეხოთ. თუ პირველი ბზარი გაგიჩნდათ აუცილებლად გამოიყენეთ ანტიბაქტერიული საშუალება. ბუნებრივია, ქუსლების კანზე რეგულარულად უნდა იზრუნოთ. აგრეთვე აკონტროლეთ კვებაც.

ნახეთქების საწინააღმდეგო ყველაზე საუკეთესო საშუალებაა აბაზანები. განსაკუთრებულად ეფექტურია სოდისა და მარილის კომბინაცია. ასეთი პროცედურა დადებითად მოქმედებს ქუსლებზე.

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერბული აბაზანების რეცეპტებს.

ღვინისა და ცაცხვის აბაზანა

1 ჩ. ჭ. თეთრი ღვინო ჩაასხით პატარა თასში და გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე. როდესაც ადუღდება დაამატეთ 1 ჩ. ჭ. ცაცხვის ყვავილი. ადუღეთ 2-3 წუთი. ნახარში გადაასხით თასში. დაელოდეთ სანამ ცოტა არ გაგრილდება და 30 წუთის განმავლობაში ჩაალბეთ ფეხები. შემდეგ კერატინიზირებულ კანს პემზის ქვით გაისუფთავებთ.

მწვანე ჩაის აბაზანა

აიღეთ 2 ს. კ. მწვანე ჩაი, დაასხით 500 მლ ადუღებული წყალი. გააჩერეთ 7 წუთი. შემდეგ გადაასხით თასში, დაამატეთ 2,5 ლ ცხელი წყალი. დაელოდეთ გაგრილებას და ჩაალბეთ ფეხები. პროცედურების ხანგრძლივობა 16-17 წუთი. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირა. 3-5 დღე შეისვენეთ, შემდეგ კი პროცედურები კვლავ გააგრძელეთ.

ვაშლის ძმრის აბაზანა

ვაშლის ძმრის აბაზანა განსაკუთრებით სასარგებლოა სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. აიღეთ 6%-იანი ვაშლის ძმარი. 2 ს. კ. ვაშლის ძმარი გააზავეთ 1 ლ წყალში და რამდენიმე წუთით ჩაალბეთ ფეხები.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული აბაზანები და შეხვდით ცხელ ზაფხულს ლამაზი ქუსლებით.