4 ყველაზე ეფექტური გზა ბუნიონების სამკურნალოდ

ჩვენ ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას ბუნიონების პირველ სიმპტომებს, თუმცა ეს მართლაც საჭიროა. სწორედ საწყის ეტაპზეა შესაძლებელი ბურსიტის, ანუ ანთებითი პროცესებისა და მწვავე ტკივილის პრევენცია. ამიტომ წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლის დახმარებითაც ბუნიონებისგან დაიცავთ თავს და პოტენციურ ქირურგიულ ოპერაციას აირიდებთ თავიდან:

სწორი ფეხსაცმელი და დიეტა

აღნიშნული პრობლემის გაჩენის ალბათობა იზრდება მაშინ, როდესაც არასწორი ფორმის ფეხსაცმელებს იცვავთ და ასევე ჭარბი წონა გაწუხებთ. ამიტომაც სჯობს ჩაანაცვლოთ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩვეულებრივი ფეხსაცმელებით და შეწყვიტოთ ისეთი საჭმელების ჭამა, რომლებიც სახსრების ანთების რისკს ზრდის. ასეთ პროდუქტებში შედის ცხიმიანი და ცხარე საჭმელები, ტკბილეული და ცომეული.

მასაჟი

მასაჟი დაგეხმარებათ ფეხის კუნთების დამშვიდებასა და გაძლიერებაში, თანაც მათ სწორ ფორმას შეუნარჩუნებს.

გააგორეთ ფეხის გულით სპეციალური მასაჟის ან ჩოგბურთის ბურთი
დაიზილეთ ფეხები ცერა თითების მაღლა აწევით და ჩამოწევით
გაშალეთ ფეხის თითები და ჩაყავით მათ შორის ხელის თითები, შემდეგ კი ამოძრავეთ ისინი წინ და უკან
მოკიდეთ ხელი ფეხის თითს და გაქაჩეთ წინ მსუბუქად. გაიმეორეთ ეს ყველა თითზე
სანაპიროზე წასვლის შემთხვევაში იარეთ ქვიშაზე ან კენჭებზე ფეხშიშველმა – ეს იდეალური მასაჟია

ვარჯიში

ფეხის გასაჯანსაღებლად არსებობს მარტივი და ეფექტური ვარჯიშები, რომლების შესრულებაც 10 წუთში, სახლში შეგიძლიათ.

დადგით ფეხი იატაკზე მჭიდროთ და აწიეთ თითები მაღლა რიგრიგობით.
შემოიხვიეთ რეზინი თითებზე და ეცადეთ დააშოროთ ისინი ერთმანეთს
უბრალოდ დაატრიალეთ ფეხი ორივე მიმართულებით რიგრიგობით

დაყარეთ ძირს კალმები, ბურთები, პირსახოცები და მსგავსი მცირე ზომის ობიექტები და ცადეთ მათი აღება თქვენი ფეხის თითებით.

ფეხის ჰიგიენა

რეგულარულად ფეხის აბაზანების მიღება დაგეხმარებათ მათი დაღლილობის, შეშუპების და ბაქტერიების გამრავლების პრობლემის მოგვარებაში. აბაზანის მომზადებისას გამოიყენეთ მცენარეები, რომლებიც ცნობილია მათი ანტი-ანთებითი თვისებებით. ასეთი მცენარეების სიაში შედის მაგალითად გვირილა, კალენდულა და ლავანდა.