გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და თქვენი წნევა და განწყობა მუდამ მწყობრში იქნება.
მაღალი არტერიული წნევა ცნობილია როგორც მდუმარე დაავადება, რადგან მას ადრეულ ეტაპზე არ ახასიათებს გამოვლინებები. ყოველდღიური კონტროლი იქნება მისი ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საუკეთესო გზა.
საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს თავიდან აიცილოთ ჰიპერტენზია და დაგეხმარებათ არტერიული წნევის ნორმალიზებაში.
იხილეთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელთა დახმარებით თავიდან აიცილებთ ჰიპერტენზიას
1. ნიორი
ნივრის რეგულარულად გამოყენება ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას, რადგან მის შემადგენლობაში შედის გოგირდი. ნიორი საუკეთესო ანტიკუაგულანტია. რეკომენდებულია მისი ნედლი სახით გამოყენება, რადგან თერმული დამუშავების დროს ის 90%-ით კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.
2. მაგნიუმით მდიდარი საკვები
დადასტურებულია, რომ ადამიანებს, რომელთაც ამ მინერალის დეფიციტი აქვთ, აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მაღალი არტერიული წნევის მიმართ. იხილეთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს მაგნიუმს: ნიგოზი, ნუში, ავოკადო, გოგრის თესლი, ისპანახი, შავი და წითელი ლობიო, ქერი და სხვა.
3. ნიახური
ნიახური სასარგებლო პროდუქტია, რომელიც არა მარტო ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას, აგრეთვე ამცირებს ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც იწვევენ არტერიების შევიწროებას.
4. ლიმონი
ლიმონი მოქმედებს სისხლძარღვებზე, რაც მათ უფრო რბილსა და ელასტიურს ხდის. შედეგად ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
5. თაფლი
თაფლს აქვს დამამშვიდებელი მოქმედება არტერიებზე. მაღალი წნევის შესამცირებლად რეკომენდებულია დღეში მიიღოთ 1-2 ჩ. კ. თაფლი, აგრეთვე სასურველია ყოველდღიურად, უზმოზე, მიიღოთ თაფლიანი წყლისა და რჰანის 1 ჩ. კ. წვენის ნარევი.
გამოიყენეთ ნატურალური ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.