ფეხების ეს აბაზანა მოგიხსნით სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებას, დაამარცხებს შეშუპებას და გაწმენდს ორგანიზმს

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა სულ უფრო წინ მიდის და ვითარდება, უძველესი მედიცინა და ხალხური საშუალებები მაინც ძალიან პოპულარულია.

ბუნებრივი მეთოდების მთავარი უპირატესობა უსაფრთხოება, ეფექტურობა და გვერდითი მოვლენების არარსებობაა.

სტატიაში შემოგთავაზებთ სწრაფ დეტოქსიკაციურ საშუალებას, რომელიც მოგიხსნით დაღლილობას, ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას და ასტიმულირებს ტოქსინების გამოდევნას.

ადამიანი მუდმივად განიცდის სტრესებს, აგრეთვე ორგანიზმში გროვდება ტოქსინები, ყველაფერი ეს პროვოცირებს ქრონიკულ დაღლილობას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.

ორგანიზმის დეტოქსიკაცია ჩვენი სხეულის ყველა ორგანოსა და სისტემის ნორმალური მუშაობის აღსადგენად საუკეთესო საშუალებაა.

სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური სისტემების პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს სტრესებმა, დაძაბულობამ, ცუდმა ფეხსაცმელმა.

სისხლის მიმოქცევის ან ლიმფური ცირკულაცის შეფერხებისას  ეს ხელს უშლის სხეულს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში, იცავს თავს მიკრობებისგან და ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.

აბაზანები ფეხებისთვის, ფეხების რეფლექსოლოგია და მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ლიმფის ნაკადს და ტოქსინების გამოდევნას.

დღეს გიამბობთ როგორ გაიწმინდოთ ორგანიზმი ფეხის დეტოქსიკაციური აბაზანებით.

საშინაო დეტოქსიკაცია ფეხებისთვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • საკვები სოდა 2 ს. კ.
  • ქაფურის ზეთი 10 წვეთი
  • ინგლისური მარილი 2 ს. კ.
  • წყალი 5-6 ლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. თბილი წყალი ჩაასხით თასში, დაამატეთ მარილი, ქაფურის ზეთი, სოდა, მოურიეთ და ნახევარი საათით ჩაყავით ფეხები.
  2. აბაზანის შემდეგ ფეხები კარგად შეიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი მალამო.

აბაზანები სუკეთესო მოსადუნებელი საშუალებაა. პროცედურები შეგიმსუბუქებთ ტკივილებს, დაგიტენეიენბთ კანს და გაგიწმენდთ ორგანიზმს.

ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.